თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტები.jpg

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი – თანამედროვე სამედიცინოსარეაბილიტაციო დაწესებულება. თბილ. ბალნეოლ.კლიმ. კურორტი. დაარსდა 1937. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქის ერთერთ უძველეს უბან ხარფუხში. თ. ბ. კის შენობა სამსართულიანია (არქიტექტორები: ი. ჟიტკოვსკი, მ. კალაშნიკოვი, ბ. კარბინი), ვესტიბიულის ორივე მხარეს შიდა ეზოებია, რთა ირგვლივ განლაგებულია სააბაზანოები, სამკურნ. და დამხმარე სათავსოები. კომპლექსის ბირთვს წარმოადგენს შიდა ეზო, რსაც მთელ პერიმეტრზე კოლონადა გასდევს. თ. ბ. კ. კლიმატურად ხელსაყრელ ზონაში მდებარეობს, იგი გამოირჩევა როგორც კლიმ. თავისებურებებით, ასევე მრავალდარგოვანი ფიზიოლ. სამკურნ. საშუალებებით (ბალნეოთერაპია, ფიზიოთერაპია, ტალახით მკურნალობა, სამკურნ. ფიზკულტურა). თ. ბ. კის სამკურნ. ფაქტორებიდან აღსანიშნავია უნიკალური მინერ. წყალი, რიც თავის ფიზ.ქიმ. თვისებებით ეკუთვნის სულფიდურთერმული და ჰიპერთერმული წყლების ჯგუფს (30–470C). კურორტის სამკურნ. კომპლექსში გამოყენებულია აგრეთვე კუმისის ტბის ლამის და ახტალის ფსევდოვულკანური წარმოშობის უნიკალური ტალახი. ცენტრის სტრუქტურაში გაერთიანებულია განყოფილებები: საკონსულტაციო, დიაგნოსტიკურლაბორატორიული (კლინიკური, იმუნოფერმენტული, ბაქტერიოლოგიური; ელექტროკარდიოგრაფიის, დოპლეროგრაფიის, ექოსკოპიის, რენტგენოგრაფიის, ბალნეოლ. (მინ. წყლის აბაზანა, სუბაკვალური და რექტალური გამორეცხვები, წყლით სამკურნ. `ჰიდროპათია”, საინჰალაციო, შესხურებით მკურნალობა), სადიაგნოსტიკო და ფიზიოთერაპიული კაბინეტები. ცენტრში, პროფილაქტიკურგამაჯანსაღებელი საქმიანობის გარდა, მიმდინარეობს სამეცნ. მუშაობა, რის ძირითადი მიმართულებებია: 1. საქართველოს საკურორტო რესურსების – მინერ. წყლების, სამკურნ. ტალახის, კლიმ. პირობების და სხვა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა, ადამიანის ორგანიზმზე მათი ფიზიოლ. და თერაპიული მოქმედების დადგენა; 2. ფიზიოთერაპიული ფაქტორების ექსპერ. და კლინ. შესწავლა; 3. ბუნებრივი და პრეფორმირებული ფიზ. ფაქტორების (სამკურნალო, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით) გამოყენების პრინციპების და მეთოდების დამუშავება და მათი საკურორტო პრაქტიკაში დანერგვა; 4. კურორტებზე ავადმყოფთა მკურნალობის ჩვენებების დადგენა. ცენტრში გახსნილია მასაჟის სკოლა, ასევე ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს თსსუის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამედ. ტურიზმის დეპარტამენტი. 1999-იდან ცენტრის გენ. დირექტორია ნ. სააკაშვილი.