თბილისის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქტერიო ფაგი.jpg


თბილისის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გ. ელიავას სახელობისა (სსიპ), განათლების და მეცნიერების სამინისტროსი. დაარსდა 1923 გიორგი ელიავას ინიციატივით, როგორც ბაქტერიოლოგიური ინტი. 1936 გადაკეთდა მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგის ინტად. 1952-იდან ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.კვლ. ინ-ტი ერქვა. 1988 მის ბაზაზე შეიქმნა სამეცნ.საწარმოო გაერთიანება `ბაქტერიოფაგი”. 90-იან წლებში მოხდა მისი საწარმოო ნაწილის პრივატიზება, ხოლო ინ-ტს ეწოდა ახლანდ. სახელი. ინტში, პირველად მსოფლიოში, გ. ელიავას და ბაქტერიოფაგების აღმომჩენის ფ. დ’ერელის ხელმძღვანელობით დაიწყო ბაქტერიული ვირუსების ანუ ბაქტერიოფაგების სისტემატიზებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, რაც დღემდე წარმოადგენს ინტის მუშაობის ძირითად მიმართულებას. ინ-ტის მეცნიერთა მიერ შექმნილია პათოგენური და პირობითპათოგენური ბაქტერიების მუზეუმი და მათ მიმართ აქტ. ბაქტერიოფაგების კოლექცია. შემუშავებულია აგრეთვე მათი პრაქტ. გამოყენების მეთოდოლ. პრინციპები, რის საფუძველზეც შეიქმნა 30-ზე მეტი სამკურნალო, პროფილაქტიკური და სადიაგნოსტიკო ფაგური პრეპარატი. ამჟამად ინტის მიერ დაარსებული კომპანია `ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები” აწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა სახის პოლი და მონოვალენტურ ბაქტერიოფაგურ პრეპარატს, რიც ფართოდ გამოიყენება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ინტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ადამიანის და ცხოველების სხვადასხვა ინფექციის, მ. შ. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ეტიოლოგიური სტრუქტურის შესწავლა და მათ წინააღმდეგ სპეციფ. ბაქტერიოფაგური პრეპარატების შექმნა; ფუნდამენტური გამოკვლევები ბაქტერიოფაგიაში, კერძოდ, ახ. ბაქტერიოფაგების მოლეკულურბიოლოგიური, ფიზიკურქიმიური თვისებების შესწავლა, პატრონ უჯრედთან ურთიერთქმედების მექანიზმების დადგენა; წყლის, საკვების და გარემოს ეკოლ. მონიტორინგი; მცენარეთა დაავადებების ბიოკონტროლის სტრატეგიის შემუშავება ფაგური ტექნოლოგიების საფუძველზე; ადამიანისა და ცხოველების განსაკუთრებით საშიში ბაქტერიული ინფექციების გამომწვევების კვლევა და მათი საწინააღმდეგო ბიოლ. პრეპარატების შექმნა. ინტში ფუნქციონირებს 6 სამეცნ. ლაბორატორია, ბაქტერიოფაგების კოლექცია, კვლევისა და განვითარების განყბა. ინტის თანამშრომლების მიერ დაფუძნებულია გ. ელიავას სახ. ფონდი. ინ-ტი აქტიურად მონაწილეობს ბიოუსაფრთხოების ქართ.ამერ. პროგრამაში, რეგულარულად იღებს სამეცნ. გრანტებს. ინტის მეცნიერები სისტემატურად აქვეყნებენ სამეცნ. ნაშრომებს ადგილობრივ და რეიტინგულ საერთაშ. ჟურნალებში, მონაწილეობენ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. რ. ადამია.