თბილისის ბოტანიკური ბაღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოტანიკური ბაღი.jpg

თბილისის ბოტანიკური ბაღი [2011 წლის 22 ივლისიდან – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი], სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ბუნებისდაცვითი დაწესებულება. თ. ბ. ბ. მდებარეობს თბილ. ისტ. ნაწილში, სამხრით, მდ. წავკისისწყლის ხეობაში, ზ. დ. 417–714 . მისი ფართობია 96 ჰა. თ. ბ. ბს დიდი ხნის ისტორია აქვს: მისი წინამორბედი იყო მდ. წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში – ლეღვთახევში გაშენებული დეკორ. და სამკურნ. მცენარეების სამეფო ბაღი. ამ ბაღის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებულია XVII ს. დასაწყისიდან. ბოტან. ბაღის სტატუსი მას 1845 მიენიჭა. ამ დროიდან თ. ბ. ბ. კავკ. ბოტან. შესწავლის ცენტრი გახდა. აქ სხვადასხვა დროს მუშაობდა კავკ. მცენარეული სამყაროს მრავალი გამოჩენილი მკვლევარი. აქვე დაიწყეს სამეცნ. საქმიანობა პირველმა ქართველმა ბოტანიკოსებმა: ზ. ყანჩაველმა, ლ. კემულარია-ნათაძემ, ლ. ყანჩაველმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, ლ. ჯაფარიძემ და სხვ. თ. ბ. ბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართვ. მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლა; დედამიწის სხვადასხვა რეგიონის, პირველ რიგში, კავკასიის, მცენარეების ცოცხალ კოლექციათა განვითარება; მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მეცნ. საფუძვლების დამუშავება; მცენარეების ბიოეკოლ. შესწავლა კულტ. მცენარეთა რიგში შეტანისა და აღმ. საქართველოს ურბანული ტერიტორიების გამწვანებაში გამოყენების მიზნით; მეყვავილეობა და ლანდშაფტის დიზაინი; ბოტან. ცოდნის გავრცელება მოსახლეობაში; კავკასიის, მ. შ. საქართვ., ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების (ex situ) კონსერვაცია; ასეთ მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლ. საკითხების შესწავლა; ბაღის ესთეტ. და რეკრეაციული მნიშვნელობა. თ. ბ. ბის კოლექციები ორგანიზებულია, ძირითადად, ფიტოგეოგრ. საფუძველზე. ესენია: კავკ. ფლორის ენდემური და იშვიათი სახეობები, საქართვ. სამკურნალო მცენარეები, ხმელთაშუა ზღვის (ცალკეა ამ რეგიონის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ხეებისა და ბუჩქების კოლექცია), აღმ. ამიერკავკასიის, საქართველოს ნათელი ტყის, კოლხეთის, ჩრდ. ამერიკის, ჩინეთიაპონიის, ჰიმალაის ხეები და ბუჩქები. ბაღში არის დეკორ. მცენარეების, მ. შ. ვარდისა (როზარიუმი) და იასამნის (სირინგარიუმი) მდიდარი კოლექცია. ბაღის ორანჟერეაში მოშენებულია მრავალი ტროპ. და სუბტროპ. მცენარე. თ. ბ. ბის ტერიტორიაზე დაცულია აღმ. საქართველოსათვის დამახასიათებელი მცენარეულობის (მდინარისპირა ტყე, ნათელი ტყე, ჯაგეკლოვანი ბუჩქნარი, სტეპი და სხვ.) ფრაგმენტები. თ. ბ. ბს საქმიანი ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ბოტან. დაწესებულებასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ათასწლეულის თესლის ბანკის გრძელვადიან პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ბაღში შექმნილია კავკ. თესლის რეგიონული ბანკი. 1876იდან გამოდის თ. ბ. ბის სამეცნიერო შრომების კრებული. მ. თავართქილაძე.