თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოფიზიკური ოფსერვატორია.jpg

თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, დაარსდა 1836 რუსეთის მეცნ. აკადემიის წევრის ა. კუპფერის ინიციატივით და კავკ. მთავარმმართველის გ. როზენის აქტ. მხარდაჭერით. სისტემ. დაკვირვებები დაიწყო 1844. 1867-მდე ეწოდებოდა თბილ. მაგნიტურმეტეოროლ. ობსერვატორია, 1867-იდან – კავკ. მთავარი ფიზ. ობსერვატორია, 1926–53 – თბილ. გეოფიზ. ობსერვატორია. 1953 თ. გ. ოისა და საქართვ. ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს სინოპტიკური განყბის ბაზაზე შეიქმნა თბილ. (შემდეგ ამიერკავკ.) სამეცნ.კვლ. ჰიდრომეტეოროლ. ინტი. თ. გ. ო. შედის რუსეთში XIX ს. 30-იან წლებში დაარსებული მაგნ.მეტეოროლ. ობსერვატორიების ხუთეულში. იგი ერთერთი უძველესი სამეცნ. დაწესებულებაა კავკასიაში, სადაც საფუძველი ჩაეყარა სამეცნ.კვლ. მუშაობას მეტეოროლოგიასა და დედამიწის მაგნეტიზმში. ყოველდღიური დაკვირვებების გარდა, ობსერვ. ხელმძღვანელობდა მეტეოროლ. და სეისმური ქსელის ორგანიზებას მთელ კავკასიაში. თ. გ. ო. დაარსდა თბილ. კლასიკური გიმნაზიის ბაზაზე. ობსერვატორიას თავიდან სათავეში ედგა გიმნაზიის უფრ. მასწავლებელი ი. შესტაკოვი, ყოველსაათობრივ მეტეოროლ. დაკვირვებას კი აწარმოებდა გიმნაზიის მოსწავლე, მომავალი პოეტი, ნ. ბარათაშვილი. პირველ ხანებში ობსერვ. განთავსებული იყო სოლოლაკის ქედზე. 1844–51 დაკვირვება მიმდინარეობდა მთაწმინდის ძირში (ზ. დ. 468 ), ახლანდ. გერგეტის ქუჩაზე, 1851–61 – ავლაბარში, ახლანდ. ობსერვატორიისა და მარტყოფის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობაში. 1861 ქალაქის განაპირას (ზ. დ. 403 მ), ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირზე, აიგო სპეც. შენობა, რის აშენების ინიციატორი იყო ცნობილი ასტრონომი, წარმოშობით გერმანელი ა. მორიცი. 1899 ობსერვატორიასთან შეიქმნა სეისმური სადგური. 1900 აქ, რუს. იმპერიაში პირველად, გამოიცა სეისმური ბიულეტენი (რუს. და გერმ. ენებზე). დაკვირვებათა შედეგები თავდაპირველად ქვეყნდებოდა სამთო უწყების სამმართველოს მაგნ. და მეტეოროლ. დაკვირვებათა კრებულებში, შემდეგ კი მასალებს აქვეყნებდა მთავარი ფიზ. ობსერვატორია (სანქტპეტერბურგი). სეისმურ დაკვირვებათა შედეგები გამოიცემოდა ბიულეტენების სახით. XIX ს. 80იანი წლებიდან ობსერვატორიაში სისტემ. ხასიათი მიიღო გრავიმეტრიულმა კვლევებმა. 1909 თბილ. ობსერვატორიაში შეიქმნა გრავიმეტრიული პუნქტი, რიც დაუკავშირდა მსოფლიოს ძირითად საყრდენ პუნქტს ქ. პოტსდამში (გერმანია). თბილისში ელექტრიფიცირებული ტრანსპ. ამუშავების გამო ობსერვატორიაში წარმოებული მაგნ. დაკვირვებები 1904 გადაიტანეს სოფ. კარსანში (მცხეთის მუნიციპალიტეტი), 1935იდან კი – დუშეთში (იხ. დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ობსერვატორიას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ი. შესტაკოვი, ა. ფილადელფინი, ვ. ჰ. აბიხი, ა. მორიცი, ი. მილბერგი, ს. გლასეკი, ა. მ. ბენაშვილი, ა. ი. დიდებულიძე, რ. ხუციშვილი, მ. ნოდია, კ. სულაქველიძე, გ. ჩიჩუა, ი. ცუცქირიძე. ობსერვატორიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, ე. ხარაძე, თ. დავითაია, ბ. ბალავაძე, გ. თვალთვაძე, ს. ფაღავა და სხვები. ლიტ.: მანია მ., თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია. ისტორია და არქიტექტურა, თბ., 2010; თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი შრომათა კრებული, თბ., 1997. ბ. ბალავაძე. შ. ჯავახიშვილი.