თბილისის გერმანელთა საკრებულო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის გერმანელთა საკრებულო, თბილისის გერმანელ კოლონისტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დაარსდა 1852 წ. 1 იანვარს, საკრებულოს ხელმძღვანელობდნენ მამასახლისები, რთაც ყოველწლიურად ირჩევდნენ ფარული კენჭისყრით. საზბა თავისი წევრებისათვის აწყობდა სხვადასხვა სახის საღამოებს, მეჯლისებს. საზეიმო შეხვედრები იმართებოდა მხოლოდ გერმ. დღესასწაულებთან – გერმ. ისტ. ღირსშესანიშნავ თარიღთან, გერმ. საიმპერატორო გვარის წევრების ან რომელიმე გერმ. მოღვაწის დაბადების დღესთან დაკავშირებით.