თბილისის გრენადერთა მე-15

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის გრენადერთა მე-15 პოლკი, რუსეთის იმპერიის არმიის ერთერთი ძველი სამხედრო ნაწილი. დაარსდა 1726 კურინსკის (მტკვრის უცხ. სახელწოდებიდან: კურა – მტკვარი) ქვეითი პოლკის სახელწოდებით. 1784 ეწოდა თბილ. ქვეითი პოლკი, 1856 – თბილ. გრენადერთა პოლკი. 1858იდან ატარებდა დიდი მთავრის კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელს, 1864-იდან კი ეწოდა მე15 პოლკი. ამ სამხ. ნაწილის ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი რუსეთირანისა (1826–28) და რუსეთოსმალეთის (1828–29, 1877–78) ომებში. პოლკის ნაწილი მონაწილეობდა კავკასიის (1817–64) ომში. საერთოდ პოლკს და, კერძოდ, მის ცალკეულ ბატალიონებს ბევრჯერ ებოძა წმ. გიორგის დროშები და სამხ. წარჩინების სხვა ნიშნები. ლიტ.: Хроника Русской императорской армии. ჩост. по Высочайшему повелению, ч. 6, СПб., 1852; Хроника кавказских войск, в двух частях. Сост. ген.майор в отставке А. Л. Гизетти, под ред. ген.лейт. Чернявского, Тфл., 1896. ო. ჟორდანია.