თბილისის გუბერნია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის გუბერნია, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1846 წ. 14 დეკემბერს. თ. გ. დაყოფილი იყო თბილისის, გორის, სიღნაღის, თელავის და ელიზავეტპოლის მაზრებად. ამას გარდა თ. გის შემადგენლობაში შედიოდა თუშფშავხევსურეთის, გორისა და ოსეთის ოკრუგები. 1858 წ. 19 ივნისს თ. გს ჩამოაშორეს ოსეთის ოკრუგში შემავალი ნარის უბანი (ისტ. დვალეთი) და იგი კავკასიის ხაზის მარცხ. ფრთას გადასცეს, რიც შემდეგში თერგის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. 1864 რუს. ადმინისტრაციამ დანერგა საქართველოს ადმ.ტერიტ. დაყოფის ისეთი სისტემა, რიც რუს. იმპერიის შიდა გუბერნიებისათვის იყო დამახასიათებელი. 1864 წ. 15 სექტემბერს იმპერატორმა დაამტკიცა წესდება თ. გ-ის სასოფლო თემებად დაყოფის შესახებ. 1865 წ. 11 აპრილს კავკ. მეფისნაცვალმა თ. გ-ში სასოფლო თემების შექმნის წესდება გამოაცხადა. გამოქვეყნდა სასოფლო თემების სია. კაპიტალ. ურთიერთობის განვითარებამ, როგორც რუს. იმპერიის ცენტრ. გუბერნიებში, ასევე საქართველოშიც განაპირობა რეფორმების ჩატარება. 1867 წ. 9 დეკემბერს გამოქვეყნდა უმაღლესი დებულება კავკ. და ამიერკავკ. მმართველობის შეცვლის შესახებ, რითაც მთელი ამიერკავკ. და, კერძოდ, თ. გის ახ. ადმ.ტერიტ. დაყოფის სისტემა დამტკიცდა. თ. გ. ექვს მაზრად დაიყო: ახალციხის, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის და თბილისის. აქ ჩამოთვლილი ექვსი მაზრიდან ოთხი – თბილისის, გორის, თელავისა და სიღნაღის – 1867 წ. 9 დეკემბერის დებულებამდეც არსებობდა. თ. გ-ის შემადგენლობაში (ამავე დებულებით) ქუთაისის გუბერნიას ჩამოაცილეს და თ. გ-ს გადასცეს ახალციხის მაზრა, კვლავ აღადგინეს დუშეთის მაზრა. თ. გ-ში, ადრე არსებული ლორეთრიალეთის საპრისტავოს გარდა, კიდევ ერთი ახ. ადმ.ტერიტ. ერთეული–ყარაიაზის საპრისტავო შეიქმნა. თ. გის შემადგენლობაში დარჩა აგრეთვე თიანეთის ოკრუგი და შირაქის საპრისტავო. 1867 წ. 9 დეკემბრიდან მაზრების უბნებად დაყოფა გაუქმდა. ამავე წლის დებულების საფუძველზე 1868 წ. 12 თებერვალს გამოიცა კავკ. მეფისნაცვლის ცირკულარი, რ-შიც აღნიშნული იყო, რომ დებულებით გათვალისწინებული ცვლილებანი 1868 წ. 19 თებერვალს განხორციელდებოდა. აღნიშნული ცირკულარი თ. გ-ში კიდევ რამდენიმე კერძო ხასიათის ადმ.ტერიტ. ცვლილებას ითვალისწინებდა. ახალციხის მაზრის შემადგენლობაში გამოიყო განსაკუთრებული საპრისტავო ახალქალაქის სახელწოდებით. იგი ყოფილი ახალქალაქის უბნის სოფლებისაგან შეიქმნა. თიანეთის ოკრუგი თიანეთის საპრისტავოდ გადაკეთდა და თელავის მაზრას შეუერთდა. ჩამოთვლილი ადმ.ტერიტ. ცვლილებები ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონ. განვითარების შედეგი იყო. თ. გ-ის ასეთმა ადმ.ტერიტ. დაყოფამ 1874მდე იარსება. 1874 მომზადდა ახ. დებულება თ. გ-ის მაზრებად დაყოფის შესახებ. ამავე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდა სახელმწ. საბჭოს დებულება, რის მიხედვითაც თ. გის შემადგენლობაში ახალქალაქისა და თიანეთის მაზრები უნდა შექმნილიყო. ახალქალაქის მაზრა ყოფილი ახალქალაქის საპრისტავოსაგან შეიქმნა, თიანეთის მაზრა ყოფილი თიანეთის საპრისტავოსაგან ჩამოყალიბდა. 1880 წ. 6 მაისს თ. გ-ის შემადგენლობაში კიდევ ერთი ახ. ადმ.ტერიტ. ერთეული – ბორჩალოს მაზრა შექმნეს, რ-მაც ყოფილი ლორეთრიალეთისა და ბორჩალოს საპრისტავოები მოიცვა. ადმ. მმართველობის სიძნელეებმა მთავრობა აიძულა მაზრების უბნებად დაყოფის სისტემას კვლავ დაბრუნებოდა. 1888 წ. 10 აპრილს გამოქვეყნდა დებულება თ. გ-ის მაზრების საპოლიციო უბნებად დაყოფის შესახებ (საპრისტავოები საპოლიციო უბნებად გადაკეთდა). თ. გ-ის ახ. ადმ.ტერიტ. დაყოფა საბოლოო იყო და XIX ს. განმავლობაში არავითარი ცვლილება არ განუცდია. XIX ს. დასასრულს აღმ. საქართველოს და, ნაწილობრივ, სამხრ.დას. საქართველოს (სამცხეჯავახეთი) მომცველი მტკვრისა და მისი შენაკადების აუზში მდებარე და ყოვლის მხრით მთებითა და მდინარეებით შემოფარგლული თ. გ., რ-ის შემადგენელი ნაწილები ურთიერთთან მჭიდრო ეკონ. კავშირში იმყოფებოდა, ერთ მთლიან, განუყოფელ ადმ.ტერიტ. ერთეულს წარმოადგენდა. თ. გ. გაუქმდა 1917. ზ. ცინცაძე.