თბილისის დრო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის დრო, მესამე სასაათო ზოლის შუა მერიდიანის საშუალო დეკრეტული დრო. ამ ზოლში მოქცეულია საქართვ. ტერიტორია და, კერძოდ, თბილისი. 2011-იდან თ. დ. 4 სთ-ით უსწრებს მსოფლიო დროს, XX–XXI სს. მიჯნაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დღის სინათლის ეფექტურად გამოყენებისა და ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით გაზაფხულზაფხულის პერიოდში ხდებოდა საათის ისრის კიდევ ერთი საათით გადაწევა, რ-ის გამოც მარტის თვის ბოლო კვირადღის 2 საათიდან ოქტომბრის თვის ბოლო კვირადღის 3 საათამდე თ. დ. 5 სთ-ით უსწრებდა მსოფლიო დროს. თ. დით ხდება საქართვ. ეკონ.კულტ. ცხოვრების რეგულირება.