თბილისის ზარაფხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ზარაფხანა, სახელმწიფო სახელოსნო, სადაც მონეტები იჭრებოდა. 1678 საბუთის მიხედვით, ზარაფხანა და მისი უბანი მდებარეობდა კალაში – თათრის მოედნის ჩრდ.დასით, სიონის ტაძრის მახლობლად. თ. ზის ადრ. ადგილმდებარეობა არაა ცნობილი. სავარაუდოა, რომ VI ს. დასასრულს იგი უკვე მოქმედებდა (იხ. ქართველ მმართველთა სახელით მოჭრილი მონეტები). რუსეთთან შეერთების შემდეგ თ. ზ. ფუნქციონირებდა 1804 წ. 15 სექტემბრიდან 1834 წ. 13 თებერვლამდე და როსტომ მეფის სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. თ. ზის გახსნასთან დაკავშირებით მოიჭრა ოქროსა და ვერცხლის მედლები. მონეტებზე თ. ზის სახელი პირველად აღინიშნა არაბულ დირჰემზე, რიც ჰიჯრით 85 წ. (704) მოიჭრა, უკანასკნელად კი – 1833 გამოშვებულ ქართ. თეთრზე. ამ ქრონოლ. შუალედში ზარაფხანაში ქართვ. მეფეთა და აგრეთვე უცხ. მმართველთა სახელით იჭრებოდა სპილენძის, ვერცხლის და, უფრო იშვიათად, ოქროს მონეტები, თუმცა ზარაფხანის სახელი ზედ ყოველთვის აღნიშნული არ არის. ლიტ.: ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1967. გ. დუნდუა.