თბილისის ზონალური სამეცნიეროკვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ზონალური სამეცნიეროკვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი (შპს), შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში. დაარსდა 1964. სეისმომედეგი მშენებლობის ხაზით იყო სსრკ-ში `სახსამოქალაქთმშენის” სისტემის სათავო ინტი. 1998 ერქვა ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალური სამეცნ.კვლ. ინტი. ჰქონდა ფილიალები ბათუმში, სოხუმსა და ქუთაისში. საქმიანობისა და სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: საცხოვრ. და საზ. შენობების დაპროექტება, ქალაქგეგმარება, სამოქალაქო შენობათა ტიპოლოგია, სეისმომედეგი მშენებლობა, სამშ. ფიზიკა, სამშ. კლიმატოლოგია, სამშ. თბოტექნიკა, აკუსტიკა და ხმაურისაგან დაცვა, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, შენობათა ატმ. ზემოქმედებისაგან დაცვა, შენობანაგებობათა აღდგენაგაძლიერება. თანამშრომელთა უმრავლესობას მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია და ჯილდოები. ინტი გამოსცემდა სხვადასხვა დასახელების სამეცნ. შრომების კრებულებს არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებზე.