თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი უნივერსიტეტი.jpg

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შეიქმნა კ. ბენდუქიძის ინიციატივით 2007 წელს ორი უმაღლესი სასწავლებლის – ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინტის გაერთიანების შედეგად. 2007–12 თავისუფალ უნტ-ში გაიხსნა ოთხი სკოლა: სამართლის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათ., ფიზ. და მართვისა და საზ. მეცნ. სკოლები; აშენდა საუნივერსიტეტო შენობა და მთლიანად განახლდა სასწ. გარემო. თ. თ. უ. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში მართავს მოკლევადიან სასწ.სამეცნ. სემინარებს, ე. წ. ზაფხულის და ზამთრის სკოლებს, სადაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები ლექციებს კითხულობენ და ატარებენ მეცადინეობებს. 2013 წ. 1 იანვრისთვის თ. თ. უში სწავლობდა 620 სტუდენტი, აქედან 540 – ბაკალავრიატში, 80 – მაგისტრატურაში და 14 – დოქტორანტურაში. თ. თ. უ. დაამთავრა 1517 ადამიანმა, მუშაობს 82 პროფესორმასწავლებელი, საუნივერსიტეტო კომპლექსის ფართობი მოიცავს 5353 კვ. მს, უნტის რექტორია გ. ჩიქოვანი. თ. თ. უში მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფ. განვითარების პროგრამები. თ. თ. უს აქვს საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ინსტიტუციური აკრედიტაცია, CEEMANis­ (Central and East European Management Development Association) პროგრამული აკრედიტაცია. თავისუფალი უნტის ბიზნესის სკოლა (ESM) შეიქმნა 1992, 2007 შევიდა თ. თ. უის შემადგენლობაში. ბიზნესის სკოლას მიღებული აქვს ცენტრ. და აღმ. ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კონცენტრაციით. ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. 2009 განახლდა სამაგისტრო პროგრამა, დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რიც საშუალებას აძლევს სტუდენტს, თეორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. თავისუფალი უნტის აზიისა და აფრიკის ინტი, დაარსდა 1991 და 2007 შევიდა თ. თ. უის ემადგენლობაში. დაარსების პირველივე წლებიდან ინტი თანამშრომლობს აღმ. ქვეყნების, ევროპისა და აშშ-ის უნტებთან. აზიისა და აფრიკის ინტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშ. ურთიერთობების სპეციალისტებს, რებიც სრულყოფილად შეისწავლიან ახლო და შორეული აღმოსავლეთის ენებს, ისტორიას, კულტურას, რელიგიას და ეკონომიკას. თავისუფალი უნტის სამართლის სკოლა შეიქმნა 2009. ამზადებს სამართალმცოდნეებს, რთაც ექნებათ საფუძვლიანი თეორ. ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტ. უნარჩვევები. სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებებს და ფოკუსირებულია კერძო (ბიზნეს) სამართალზე. თ. თ. უს აქვს კონსტიტუციური სამართლის კლინიკა, ახ. პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ კონსტ. კონტროლის ყველა პრობლემას, კონტექსტში აღიქვან ამ პრობლემების არსი და ჩამოაყალიბონ პოზიცია მათი გადაწყვეტის უპირატესი გზების შესახებ. თავისუფალი უნტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (Macs) შეიქმნა 2009, სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო 2010. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაში და ყოველწლიურად იღებს 32 აბიტურიენტს. თავისუფალი უნტის ფიზიკის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას ფიზიკაში. იღებენ თეორ. ცოდნას ფიზ. ფუნდამენტურ მიმართულებებში, ატარებენ ექსპერიმენტებს თანამედროვე ლაბორატორიაში და აქტიურად არიან ჩართული კვლევით სამუშაოებში. თავისუფალი უნტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული იღებს საბაკალავრო განათლებას ჰუმანიტარულ საგნებში (ისტორია, ხელოვნება და ლიტერატურა), სოც. და პოლიტ. მეცნიერებებში (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია და ფსიქოლოგია), ითვისებს ბიზნესის, ეკონ. და სამართ. საწყისებს, დახელოვნდება პროექტების მართვასა და ადმინისტრირებაში. სტუდენტი დამატებით ირჩევს ძირითადისგან განსხვავებულ სპეციალობას (კერძო და ბიზნესსამართალი, საერთაშ. და საჯარო სამართალი, მათემატიკა, პროგრამირება, ენები) და უნტის დამთავრების დროისათვის იღებს ორ ან მეტ დიპლომს, რაც კიდევ უფრო ზრდის ადამიანის წარმატების შანსს. თ. თ. უ-ის სადოქტორო პროგრამა საშუალებას აძლევს მეცნიერს (დოქტორანტს) შეარჩიოს თანამშრომლობის ოპტიმალური ფორმა და ინდივიდუალური პროგრამა, რიც შედგება როგორც სასწავლო, ისე სამეცნ.კვლ. კომპონენტებისგან, ინდივიდუალურია სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობაც და სწავლების მეთოდებიც. თავისუფალ უნტში მოქმედებს კონფუცის ინტი, მისი ფუნქციებია: დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების ჩინური ენის კურსები ინოვაციური ტექნოლოგიების, მულტიმედიისა და ინტერნეტის გამოყენებით. 2011 თავისუფალ უნტში შეიქმნა ბიზნესსამართლის ეროვნული ცენტრი, რიც ხელს უწყობს სტუდენტების, სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლებას ბიზნესსამართლის სფეროში.