თბილისის თამბაქო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის თამბაქო” (სააქციო საზოგადოება), თამბაქოს მრეწველობის ერთერთი წამყვანი საწარმო საქართველოში. დაარსდა 1998 თბილისში შპს `თამკოს” ბაზაზე სახელწოდებით შპს `საქართველოს თამბაქოს წარმოება” (GTM).. 2011-იდან კომპანიამ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზბა `თ. თ.” 1998–2000 საწარმოში ჩატარდა სამშ.სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დამონტაჟდა უცხ. წარმოების თამბაქოს გადამმუშავებელი და სიგარეტის მწარმოებელი მანქანადანადგარები. კომპანიის საწარმოო სიმძლავრეა 100 მლნ. ღერი სიგარეტი თვეში (31. XII. 2013 მონაცემებით). უშვებს მყარი შეფუთვის როგორც ფილტრიან, ისე უფილტრო სიგარეტს შემდეგი სასაქონლო ნიშნით: `პირველი ინტერნაციონალი”, `პირველი პრემიუმი”, `პირველი ნანო”, `პირველი სლიმი”, `მზე” (უფილტრო), `სტარი” (უფილტრო). მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლებისაგან შემოდის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული – უმაღლ. ხარისხის თამბაქოს ფოთლები (ბრაზილია, ვიეტნამი, ინდოეთი, ფილიპინები, ჩინეთი, ხორვატია და სხვ.) და დამხმარე მასალები (ავსტრია, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იტალია და სხვ.). პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. `თ. თს” ურთიერთობა აქვს თამბაქოს მწარმოებელ მრავალ უცხ. კომპანიასთან. თამბაქოს შენობა.jpg