თბილისის თერმული წყლები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის თერმული წყლები, ბუნებრივი თერმული სულფიდური წყლები. ცნობილია უხსოვარი დროიდან, როგორც `გოგირდის აბანოები”. თბილისის დაარსების ლეგენდაც ამ თბილი წყლების არსებობას უკავშირდება. საძიებო სამუშაოების დაწყებამდე (1932) ქალაქის ძვ. უბანში, ძირითადად მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გამოდიოდა 26–470 C ტემპრის 30-მდე წყარო, ჯამური დებიტით 1300 მ 3/დღღ. თ. თ. წის ბუნებრივი განტვირთვა ხდებოდა მამადავითის (თაბორის) ანტიკლინის ჩრდ. ფრთაში გაშიშვლებული შუაეოცენური ასაკის `არეულშრეებრივი კონგლომერატებიდან” და ტუფოგენური ქანებიდან. 1932–57 გაიყვანეს 8 ჭაბურღილი, რებმაც თერმული (40–430ჩ) წყლის საერთო დებიტი 3500 მ3/დღღ-მდე გაზარდა. 1953–56 მდ. მტკვრის ორივე ნაპირზე დამატებით გაიყვანეს 7 ჭაბურღილი, რის შედეგადაც იმავე წყალშემცველი ჰორიზონტიდან ამოვიდა 45–500 C ტემპრის განსხვავებული ტიპის წყალი. მტკვრის მარჯვ. ნაპირზე (ცენტრ. უბანზე) მოხდა წყლის გადანაწილება ჭაბურღილებს შორის, ხოლო მარცხ. ნაპირზე დამატებით მიიღეს 1500 მ 3/დღღ ოდენობის თერმული წყალი. 1969 ლისის ანტიკლინის თაღურ ნაწილში, სოფ. ლისთან, ნავთობის N1 ღრმა ჭაბურღილიდან, ცენტრ. უბნის გარეთ, პირველად მიიღეს მომატებული ტემპრის (570C) იმავე ტიპის წყალი. 1970–82 სამმართველო `საქბურღგეოთერმიამ” ქალაქსა და მის შემოგარენში გაიყვანა 1867–1982 მ სიღრმის 8 ჭაბურღილი, რ-ის შედეგადაც ქვედა და შუაეოცენური თერმოწყალშემცველი ჰორიზონტიდან ამოვიდა 52–740ჩ ტემპრის წყალი დებიტით 200–6000 მ3/დღღ-ში. 1984–85 `საქგეოლოგიამ” საბადოს ცენტრ. უბანზე დამატებით გაიყვანა 400–3000 მ სიღრმის 11 ჭაბურღილი და მიიღო 39–410C ტემპერატურის წყალი. თ. თ. წის საბადოზე მრავალწლიანი ძიების შედეგად გამოიყო სამი განმხოლოებული უბანი: ცენტრალური – ძვ. წყაროებისა და ბალნეოლ. კურორტის მიმდებარე უბანი, ლისის – ლისის ტბის შემოგარენი და საბურთალოვაშლიჯვრის უბანი და მესამე, სამგორისართიჭალის ნავთობიანი უბანი. ყოველი უბნის შიგნით დადგინდა ჭაბურღილებს შორის ჰიდროდინამიკური კავშირი, ხოლო უბნებს შორის ასეთივე კავშირის ბუნება ჯერჯერობით დაუდგენელია. მომავალი ძიების შედეგად უბნების რაოდენობა უდავოდ გაიზრდება და გაირკვევა მათ შორის კავშირის ხასიათი. დღეისათვის ცენტრ. უბნის თერმული წყალი ტრადიციულად გამოიყენება ბალნეოლ. კურორტისა (სამკურნ.პროფილაქტიკური მიზნით) და აბანოებისათვის, ხოლო ლისისა და საბურთალოს უბნების შედარებით მაღალტემპერატურული წყლები – მოსახლეობისა და სხვადასხვა დაწესებულების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებისთვის. სამივე უბნის წყალი დაბალმინერალიზებულია, ტუტე რეაქციის (9,2–9,7), შეიცავს გოგირდწყალბადს (5–20 მგ/ლ), ცენტრ. უბნის წყლები – აზოტს, ხოლო ლისის უბნისა – მეთანს. წყლის ქიმ. შედგენილობის ფორმულა ასეთია:

თერმული წყლები.jpg

1937 ცენტრ. უბნის წყლების ბაზაზე დაარსდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი სამკურნ. სააბაზანოებითა და სტაციონარით, ხოლო 1960 აშენდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.კვლ. ინტის შენობა. კლინიკურმა და ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაადასტურა თ. თ. წის მაღალი სამკურნ. თვისებები. იგი ეფექტური აღმოჩნდა სახსრების, გულისა და პერიფერიულ სისხლძარღვთა, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, კუნთებისა და მყესების, ჰიპერტონიული, ნივთიერებათა ცვლისა და კანის ზოგიერთ ქრონ. დაავადებათა სამკურნალოდ. თბილისისა და მისი შემოგარენის ჰიდროგეოლ.გეოთერმული შესწავლით დადგინდა, რომ ინტენსიური საძიებო ბურღვით ქვედა და შუაეოცენური და ცარცული თერმოწყალშემცველი ჰორიზონტებიდან შესაძლებელია ამოვიღოთ იმ რაოდენობისა და ტემპრის წყალი, რიც მთლიანად დააკმაყოფილებს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებისა და გათბობის მოთხოვნებს. ნ. ცერცვაძე.