თბილისის ისტორიის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ისტორიის მუზეუმი.jpg

თბილისის ისტორიის მუზეუმი იოსებ გრიშაშვილის სახელობისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა, დაარსდა 1910 წ. 10 მაისს (ქალაქის გამგეობის დადგენილება N3091) როგორც `თბილისის მუნიციპალური მუზეუმი” 1910–11 შესყიდული ექსპონატების ბაზაზე; 1914–23 მუზეუმი დაკონსერვებული იყო, 1924 აღადგინეს და უწოდეს `თბილისის აღმასკომის მუზეუმი”. 1943, პროფილის შესაბამისად, ეწოდა `ქალაქ თბილისის სახელმწიფო ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმი”, 1996 წელს მუზეუმს მიენიჭა ი. [[გრიშაშვილის]] სახელი. 2004-იდან იგი დიდი სამუზეუმო გაერთიანების – საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შემადგენლობაშია. 1924-მდე განთავსებული იყო ზუბალაშვილების უპოვართა სახლში, 1925–36 – წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის ეკლესიაში (ამჟამად საზბა `თბილისელის” გამგეობის შენობა), 1936–84 – ყოფ. კომკავშირის ხეივანში (ამჟამად – სოლოლაკის ხეივანი) არსებულ შენობაში; 1984-იდან `ქარვასლის” შენობაშია, რის რეკონსტრუქციარეგენერაცია და ადაპტაცია სწორედ ამ დაწესებულებისთვის ჩატარდა. თავდაპირველად მუზეუმი ასახავდა ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას, შემდგომში მისი ფუნქციები გაფართოვდა. ამჟამად იგი თბილ. ისტ. კვლევისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი სამეცნ.საგანმან. კერაა. მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილ. ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები, ქართვ. და უცხ. მხატვართა ნამუშევრები. არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ძვირფასი ლითონების, ეთნოგრაფიის, სახვ. ხელოვნების, ფოტონეგატივების, საარქივო დოკუმენტების ექსპონატები გადანაწილებულია ათ ძირითად ფონდში. ექსპონატთა რაოდენობა აღწევს 50 ათასს, რ-თა შორის გვხვდება იშვიათი ნიმუშები: V ს. აქატის საბეჭდი გემა ვახტანგ გორგასლის გამოსახულებით; ცნობილი მხატვრების – ფ. რუბოს, ლ. გუდიაშვილის, გ. გაბაშვილის, მ. თოიძის, დ. კაკაბაძის, ა. ციმაკურიძის, ე. ახვლედიანის, ქ. მაღალაშვილის, ს. ქობულაძის, გ. ბაშინჯაღიანის, ა. ბაჟბეუქმელიქიანის, ო. შმერლინგისა და სხვათა ნამუშევრები, რებშიც თბილისი მთელი თავისი მრავალფეროვნებით და კონტრასტებით წარმოგვიდგება; XIX ს. ქართვ. არისტოკრატთა პორტრეტები; თეკლა ბატონიშვილისა და მუხრანბატონთა ექსპონატები; თბილ. უძველესი რუკები და გეგმები; XIX ს. თბილისური შენობების მაკეტები (მ. შ. ისეთებიც, რებიც არ აშენებულა); ი. ზარეცკის კოლექცია და სხვ. ფონდის შევსების წყაროებია: სამეცნ. ექსპედიციები თბილ. ძვ. და ახ. უბნებში, შემოწირულობები და დროებითი გამოფენების დეპარტამენტიდან შემოსული მხატვრული ნახატები.

ისტორიის მუზეუმი ინტერიერი.jpg


1925 მუზეუმში მოეწყო პირველი ექსპოზიცია თემაზე – `ძველი თბილისი” (ნ. ბადრიაშვილის ხელმძღვანელობით), 1928 – მეორე ექსპოზიცია სახელწოდებით `ახალი თბილისი”. 1933–37 მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რიც გამოიფინა ლონდონსა და პარიზში. 1941-იდან დღემდე, თ. ი. მ-მა მოაწყო ათეულობით თემატური გამოფენა, მ. შ. თბილ. 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სტაციონარული ექსპოზიცია (1958); 1984 ოქტომბერში, `ქარვასლის” შენობაში გადასვლისთანავე, მის ფონდებში არსებული ექსპონატების საფუძველზე, მუზეუმი გაიხსნა შემდეგი ექსპოზიციებით: არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ი. ზარეცკის კოლექცია, `ძველი თბილისის უბნების რესტავრაციარეგენერაცია” (ფოტოგამოფენა, ხელმძღვ. შ. ყავლაშვილი, გ. ბათიაშვილი) და `ძველი თბილისი მხატვრობაში”; 2009 მოეწყო არქეოლ. ექსპოზიცია `უძველესი თბილისი – ევრაზიის კულტურათა გზაჯვარედინი” და სხვ. წარსულის ამსახველ მასალასთან ერთად თ. ი. მ. წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც – ქართ. ნეოექსპრესიონიზმის, ტრანსავანგარდის, თავისუფალი ფიგურაციის, ინსტალაციის, ვიდეოარტის, პერფომანსისა და სხვ. თანამედროვე მიმდინარეობათა ნიმუშებს. ლიტ.: თბილისის ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, თბ., 1966. მ. თავაძე.