თბილისის იუნკერთა სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, სამხედროსასწავლო დაწესებულება რუსეთის იმპერიის არმიისათვის უმცროს ოფიცერთა მოსამზადებლად; შეიქმნა ყირიმის ომის (1853–56) შემდგომ პერიოდში კავკ. სამხ. ოლქთან. სწავლა 2წლიანი იყო. სასწავლებელში მიიღებოდნენ ყველა წოდებისა და რელიგ. მრწამსის ახალგაზრდები (გარდა იუდაიზმის მიმდევრებისა). 1901 გატარებული რეფორმების შედეგად გადაკეთდა თბილ. ქვეით იუნკერთა სასწავლებლად, რიც გათვლილი იყო 400 იუნკერზე. სწავლა 3წლიანი გახდა. საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918) შემდეგ თ. ი. ს. სამხ. სკოლად გადაკეთდა.

თბილისის მიხეილის პროსპექტი.png