თბილისის კონსერვატორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის კონსერვატორია ვანო სარაჯიშვილის სახელობისა, უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი, მუსიკალური განათლების ძირითადი კერა საქართველოში. დაარსდა 1917 წ. 1 მაისს თბილ. პირველი სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე [სამუსიკო სასწავლებლისთვის სახსრების შეგროვება 1891 ა. რუბინშტეინის კონცერტით დაიწყო, შემომწირველებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ძმების – სტეფანე, ლევან და იაკობ ზუბალაშვილების წვლილი; სასწავლებლის შენობა (არქიტ. ა. შიმკევიჩი) 1917 გადაეცა კონსერვატორიას]. წლების განმავლობაში კონსერვატორია ევრ. ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი იყო კავკასიაში. თავდაპირველად იგი აერთიანებდა საკუთრივ სასწავლებელს და 2წლიან უმაღლეს სამუსიკო სკოლას. 1921 ფილარმონიულ საზბასთან არსებული სამუსიკო სასწავლებელი გადაკეთდა მეორე კონსერვატორიად (დირექტორი დ. არაყიშვილი), რ-იც დემოკრ. პრინციპების დამკვიდრებით გამოირჩეოდა. 1924 პირველი და მეორე კონსერვატორია გაერთიანდა და ახ. უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელს სახელმწ. კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. მას კარგი პროფ. საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა პირველმა თაობამ, რთა შორის იყვნენ: ფ. ლისტის, ვ. ვენიავსკის, ა. მარმონტელის, პ. ჩაიკოვსკის, ი. მოშელესის მოწაფეები; რ. ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები რ. და ი. ლევინები; გ. ნეიჰაუზი, ფ. კესნერი, ლ. ტრუსკოვსკი, ე. ვრონსკი, ო. ბახუტაშვილშულგინა, ვ. ვილშაუ, კ. მინიარი, ე. გუზიკოვი, მ. იპოლიტოვივანოვი; ლა სკალას ყოფილი სოლისტი ე. ბროჯი; პეტერბურგის და მოსკოვის კონსერვატორიების პროფესორმასწავლებლების მიერ აღზრდილი ქართვ. მუსიკოსები: კომპოზიტორები – ზ. ფალიაშვილი, დ. არაყიშვილი; პიანისტები – ა. თულაშვილი და ა. ვირსალაძე; მევიოლინეები – ლ. იაშვილი და ლ. შიუკაშვილი; მომღერლები – დ. ანდღულაძე, ს. ინაშვილი; დირიჟორები – ო. დიმიტრიადი, ე. მიქელაძე; მუსიკისმცოდნეები – შ. ასლანიშვილი, ვ. დონაძე, გ. ჩხიკვაძე, პ. ხუჭუა და სხვ. კონსერვატორიაში სტუდენტთა რაოდენობა ყოველთვის დაკავშირებული იყო ქვეყნის საზ. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან. 1917 თ. კ-ში იყო 16 სტუდენტი, 1921 მეორე კონსერვატორიაში – 1636 სტუდენტი, 1924 პირველ და მეორე კონსერვატორიებში – 876 სტუდენტი, 1925 თ. კ-ში – 400 სტუდენტი. XX ს.

თბილისის სამუსისკო სასწავლებელი.png

20-იან წლებში, პროლეტკულტელთა ლოზუნგის `ხელოვნება მასებს” შესაბამისად, მეორე კონსერვატორიაში გაიხსნა საღამოს სწავლების ფაკტი, 1924 – ორი მუშფაკი. XX ს. 30-იან წლებში დამტკიცდა სწავლების 5წლიანი ვადა. დაარსდა ყველა ძირითადი კათედრა და ასპირანტურა: კომპოზიციის (გამგე ს. ბარხუდარიანი), კამერული ანსამბლის (გამგე ი. აისბერგი), სპეც. ფორტეპიანოს (გამგე ა. ვირსალაძე), სოლო სიმღერის (გამგე ე. ვრონსკი), სიმებიანი საკრავების (გამგე კ. მინიარი), კამერული სიმღერის (გამგე დ. შვედოვი), საერთო ფორტეპიანოს (გამგე თ. კობიაშვილი), ენისა და ლიტრის (გამგე გ. ნათაძე), ქართ. ხალხ. მუსიკის (გამგე ზ. ფალიაშვილი), საინსტრუქციო (გამგე კ. მეღვინეთუხუცესი), ისტ.თეორ. (გამგე კ. რაბინოვიჩი), სასულე ინსტრუმენტების (გამგე ვ. ხოსროშვილი), სადირიჟორო სპეციალობის (გამგე ე. მიქელაძე), საზ.პოლიტ. დისციპლინათა (გამგე ე. ბურჭულაძე) კათედრები. დროთა განმავლობაში ზოგიერთი კათედრა გაიყო ან, პირიქით, შეუერთდა სხვა სპეციალობები, გაჩნდა ახ. კათედრები, ფაკტები, განყბები, კლასები, კაბინეტები, წრეები.

თბილისი კონსერვატორიის შენობა.jpg


1947იდან კონსერვატორია ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს. თ. კ-მ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მ. შ. ქართვ. კომპოზიტორთა მთელი თაობები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, დ. თორაძე, ბ. კვერნაძე, ს. ნასიძე, ნ. გაბუნია, გ. ყანჩელი, ნ. მამისაშვილი, ი. კეჭაყმაძე, თ. ბაკურაძე, ი. ბარდანაშვილი, ზ. ნადარეიშვილი და სხვ.; დირიჟორები: ჯ. კახიძე, ვ. მაჭავარიანი და სხვ.; კონსერვატორიის კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდნენ, მ. შ.: ე. ვირსალაძე, რ. კერერი, დ. ბაშკიროვი, ლ. ვლასენკო, თ. ამირეჯიბი, ნ. ანდღულაძე, მ. დოიჯაშვილი, თ. გაბარაშვილი, ლ. თორაძე, მ. იაშვილი, ა. ნიჟარაძე, ა. კორსანტია, პ. ბურჭულაძე, ე. ანჯაფარიძე, ლ. ჭყონია, ნ. და ე. ჭყონიები, ი. ალიბეგაშვილი (თამარი), ლ. ათანელი, ა. სიმონიშვილი, თ. ჯავახიშვილი (ივერი), ნ. სურგულაძე და სხვ. 1995-იდან თ. კ. გადავიდა ორსაფეხურიანი სწავლების ევრ. საგანმან. სისტემაზე. 2005იდან თ. კ. არის კონსერვატორიების ევრ. ასოციაციის წევრი, ამავე წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესის საგანმან., კრედიტებისა და შეფასების საერთაშ. სისტემას. 2013 თ. კ-ში იყო საშემსრულებლო ხელოვნების ფაკტი, რზეც მოქმედებდა საბაკალავრო პროგრამები: კლავიშიანი საკრავები, აკად. გუნდის დირიჟორობა, სოლო აკად. სიმღერა (ქალები, ვაჟები), საორკესტრო სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი, არფა, გიტარა), საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი, ტუბა, ტრომბონი, დასარტყამი საკრავები); კომპოზიციის ფაკტი (პროგრამა კომპოზიცია); მუს. თეორიის ფაკტი (პროგრამა მუს. თეორია); მუს. მენეჯმენტის ფაკტი (პროგრამები: მუს. ტექნოლოგია, მუს. ჟურნალისტიკა, მუს. მენეჯმენტი), ჯაზის ხელოვნების ფაკტი; მოქმედებდა ქართ. ენაში მომზადების პროგრამები აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის.

თბილისი კონსერვატორია.jpg

2013 კონსერვატორიაში მუშაობდა 180-მდე პროფ.მასწავლებელი, რებიც ეწევიან აქტ. პედაგოგიურ, პროფ. საშემსრულებლო და სამეცნ. მოღვაწეობას: გამოდიან კონცერტებით, ატარებენ მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს, მონაწილეობენ საერთაშ. კონფერენციებში, სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2013 თ. კში 400-მდე სტუდენტი სწავლობდა. თ. კის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული კონსერვატორიის სასწ.სამეცნ. და საკონცერტო ცხოვრებაში, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშ., რესპ. კონკურსებსა და კონფერენციებში. თ. კს ფართო საერთაშ. კავშირები აქვს; 2000-იდან კონსერვატორიაში სისტემატურად ტარდება მასტერკლასები, ყოველწლიური `საგაზაფხულო საშემსრულებო სემინარები”. თ. კს დადებული აქვს ორმხრივი ხელშეკრულებები თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ესენია: სტოკჰოლმის საუნივერსიტეტო საოპერო კოლეჯი (შვედეთი; 2013); ჩეზარე პოლინის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პადუა, იტალია; 2012); ვენის მუს. და საშემსრულებლო ხელოვნ. უნტი (ავსტრია; 2012); კატოვიცეს მუს. აკადემია (პოლონეთი; 2012); ლიტვის მუს. და თეატრის აკადემია (ვილნიუსი; 2011); ბელარუსის მუს. სახელმწ. აკადემია (მინსკი; 2010); კრაკოვის მუს. აკადემია (პოლონეთი; 2009); პადერევსკის სახელობის მუს. აკადემია (პოზნანი, პოლონეთი; 2008); მუს. და თეატრის უმაღლესი სკოლა (ჰამბურგი, გერმანია; 2008); ჯ. ვიტოლის სახ. ლატვიის მუს. აკადემია (2008); ნორვეგიის მუს. აკადემია (2008); ესტონეთის მუს. და თეატრის აკადემია (2007); კლაიპედის უნტი (ლიტვა; 2006); ხელოვნ. სახელმწ. უნტი (ხარკოვი, უკრაინა; 2005); მუს. და თეატრის უმაღლესი სკოლა (მიუნხენი, გერმანია; 2008). თ. კ. მნიშვნელოვანი კულტ. და სამეცნ.საგანმან. კერაა, აქ ეწყობა სხვადასხვა სახის მუს. ფორუმები, რესპ. და საერთაშ. კონკურსები, თემატური საღამოები და საკონცერტო ციკლები, სტუდენტთა ძალებით ხორციელდება საოპერო დადგმები. სხვადასხვა წლებში კონსერვატორიის მცირე და დიდ საკონცერტო დარბაზებში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები: ვ. ჰოროვიცი, ე. პეტრი, ო. რიდი, ს. რიხტერი, დ. ოისტრახი, ე. გილელსი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ.

კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი.jpg

თ. კ. მუს. ხელოვნების სამეცნ. კვლევის ძირითადი ცენტრია საქართველოში. აქ ეწყობა კონფერენციები და სიმპოზიუმები როგორც ქვეყნის, ისე საერთაშ. მასშტაბით. 2003 დაარსდა ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრი, რიც ახორციელებს სხვადასხვა სახის, მ. შ. საერთაშ., პროექტებს. კონსერვატორიაში იქმნება და გამოიცემა სამეცნ. და სასწ.მეთოდური ლიტრა. ბეჭდვითი გამომცემლობის პარალელურად, 2004იდან ფუნქციონირებს სამეცნ. ელექტრონული ჟურნალი. თ. კის ბკაში დაცულია 53000მდე დასახელების წიგნი და 100000მდე დასახელების სანოტო მასალა. ბკის ფონდი იქმნებოდა XIX ს. II ნახევრიდან საქართველოში შემოტანილი ლიტრით. ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კერძო პირების შემოწირულობები (ი. და ზ. ფალიაშვილების საკლავირო, ა. თულაშვილის საფორტეპიანო, ე. გუზიკოვისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების ბკები). 2004 თ. კს მრავალფეროვანი სანოტო მასალა უსახსოვრა ცნობილმა ამერ. მეცენატმა, ქ. ნიუპორტის საერთაშ. ფესტივალის ორგანიზატორმა მარკ მალკოვიჩ III მ. ფონდში წარმოდგენილია ცნობილი ევრ. მუს. გამომცემლობების ნიმუშები (RICORDI, BREIKOPF, PETERS, SALLIVAN) და სხვ. განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს მე15 – მე18 საუკუნეების ლიტრის 200მდე დასახელება. ბკაში ინახება ქართვ. ფოლკლორისტებისა და კომპოზიტორთა თაობების მიერ ქვეყნის ყველა კუთხეში მოწყობილი მუს.ეთნოგრ. ექსპედიციების შედეგად მოძიებული მასალები. ბკა ყოველწლიურად იღებს დაახლოებით 20000 მომხმარებელს. თ. კის ფონოთეკის კაბინეტი გაიხსნა 1917. წლების განმავლობაში მუს. ჩანაწერები მხოლოდ მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ინახებოდა, XX ს. 90იანი წლების ბოლოდან კი დაიწყო ძვ. ფირსაკრავებიდან მთელი ხმოვანი მასალის გადატანა კომპაქტდისკებზე. 2002 ფონოთეკის ძირეული რეორგანიზაცია მოხდა. შეიცვალა მისი ტერიტ. განთავსების პირობები, ტექ. აღჭურვილობა. 2013 ფონოთეკა სამ კაბინეტს მოიცავს: მოსასმენ დარბაზს, მუს. ჩანაწერების საცავს და აუდიოჩამწერ სტუდიას. ფონოთეკა აღჭურვილია უახლესი აუდიო და ვიდეოაპარატურით. საგამომცემლო საქმიანობას თ. კ. ახორციელებს 1972-იდან. კონსერვატორიის რეგულ. გამოცემებია: სასწ. ლიტრა, მუსიკისმცოდნეობის საკითხები, ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრის გამოცემები, მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია. თ. კის არქივში დაცულია კონსერვატორიის ყოფილი სტუდენტების: რ. კერერის, დ. ბაშკიროვის, ლ. ვლასენკოს პირადი საქმეები; მსოფლიოში ცნობილი ვიოლონჩელისტის რ. გარბუზოვას შესახებ ინფორმაცია; მასალები ლ. ათანელის, პ. ბურჭულაძის, საქართვ. სახელმწ. კვარტეტის, ნ. გამგებელის შესახებ და სხვა.

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ კაბინეტი.jpg

თ. კის ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრი დაარსდა 2003, ტრად. მრავალხმიანობის I საერთაშ. სიმპოზიუმში მონაწილე ქართვ. და უცხოელი მონაწილეების თაოსნობითა და იუნესკოს მხარდაჭერით. ცენტრს ავსტრალიაში აქვს საზღვარგარეთული ბიურო (ხელმძღვანელი მელბურნის უნტის პროფესორი, ქართვ. ეთნომუსიკოლოგი ი. ჟორდანია). ცენტრს ჰყავს საერთაშ. სამეთვალყურეო საბჭო, რის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოს გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგები. ტრად. მრავალხმიანობის კვლევის საერთაშ. ცენტრის მიზანია მრავალხმიანობით დაინტერესებული მკვლევრების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ სფეროში არსებული სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა დროს გამოცემული მასალების და ჩანაწერების თავმოყრა და მკვლევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა; მსოფლიო მრავალხმიანობის რუკისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ტრად. მრავალხმიანობის საერთაშ. სიმპოზიუმების ორგანიზება და მათი მოხსენებების კრებულების გამოცემა. მას აქვს ფართო საერთაშ. კავშირები მსოფლიოს გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგებთან და მრავალხმიანობის კვლევის სამეცნ. ცენტრებთან. 2009 თ. კ-ში გაიხსნა ახ. სტრუქტურული ერთეული – სამუსიკო სემინარია – თერთმეტწლედი, რის მიზანია განსაკუთრებული მუს. ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და მათი პროფ. ორიენტაცია ადრეული ასაკიდან. 1952 თ. კ-ის ისტორიაში მესამედ, 1924 და 1936 შემდეგ, გაიხსნა საოპერო სტუდია, რიც არის ვოკალურსცენური ოსტატობის სკოლა კონსერვატორიის აკად. სიმღერის ფაკტის სტუდენტებისათვის.