თბილისის კურორტების ჯგუფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის კურორტების ჯგუფი, თბილისის მიდამოებში და მიმდებარე მთის ფერდობებზე არსებული კურორტები. დაბლობ ზონაში, ძველი თბილ. უბანშია თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. დაბალი მთის ზონაში – წყნეთი (ზ. დ. 700–1100 ), ოქროყანა (ზ. დ. 760 ), წავკისი (ზ. დ. 960 ), საშუალო მთის ზონაში – კოჯორი (ზ. დ. 1350 ), მანგლისი (ზ. დ. 1200 მ), კიკეთი (ზ. დ. 1200 ). ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით დაფარულ დაბალ და საშუალო მთის ზონაში კლიმ. პირობები სიმაღლის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება. დაბლობ ზონაში ზამთარი უთოვლოა (იანვ. საშ. ტემპრა –0,9°C), ზაფხული ცხელია (აგვ. საშ. ტემპრა 24,2°C); დაბალმთიან ზონაში ზამთარი მცირეთოვლიანია (იანვ. საშ. ტემპრა –2°C), ზაფხული თბილი (აგვ. საშ. ტემპრა 20°C); საშუალო მთის ზონაში ზამთარი თოვლიანია (იანვ. საშ. ტემპრა –2,6°C), ზაფხული – ზომიერად მშრალი (აგვ. საშ. ტემპრა 17,5°C). კურორტების ზონაში ნალექები ზომიერია (550–700 მმ/წ), მზის ნათების ხანგრძლივობა აღემატება 2000 სთ წელიწადში. შედარებით დაბალი თერმული მაჩვენებლები, ჰაერის სისუფთავე, მზის მაღალი აქტივობა საუკეთესო პირობებს ქმნის თბილ. მოსახლეობის დასვენებისათვის.