თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გაიხსნა 1909 წ. 18 მაისს დიდი მთავრის და კირკის ქუჩების გადაკვეთაზე (ამჟამად კ. მარჯანიშვილის და დ. უზნაძის ქუჩები), სახალხო სახლში (ამჟამად კ. მარჯანიშვილის თეატრი), რ-იც ააგეს ქველმოქმედმა ძმებმა: სტეფანე, ივანე, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებმა. ბკას საფუძვლად დაედო წერაკითხვის გამავრცელებელი საზბის მიერ გადაცემული ლიტრა. ასევე საკმაო რაოდენობის წიგნები შესწირა მას `სიფხიზლის საზოგადოებამაც”. ბ-კა არსებობდა ქალაქის მცირე დოტაციით, აგრეთვე სარგებლობის გადასახადით და შემოწირულებით. ბ-კა ატარებდა იაკობ ზუბალაშვილის სახელს. 1928 ბ-კა გადავიდა პლეხანოვის გამზირზე (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი). N103-სა და შეროზიას ქ. N2-ის (ამჟამად ზ. ჭავჭავაძის ქ.) კუთხეში მდებარე სასტუმროს შენობაში და ეწოდა `ა. ჯაფარიძის სახ. თბილ. საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა N1”. 1933-იდან ბკა გარდაიქმნა `თბილისის მასობრივ სანიმუშოსაჩვენებელ ბიბლიოთეკად”, ხოლო 1944იდან ეწოდა `თბილისის ა. ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა” და დაეკისრა ქალაქის ბკების მეთოდური ხელმძღვანელობა. XX ს. 80-იანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირში მასობრივი ბკების ქსელის ცენტრალიზაცია განხორციელდა, იგი იქცა ქალაქის ცენტრ. დაწესებულებად და მას ადმინისტრაციულად ფილიალების სახით დაექვემდებარა ქალაქის სხვადასხვა რნებისა და უბნების ბკები, 1994 წ. მაისში, მწერალთა ერთი ჯგუფის წინადადებით, საბიბლიოთეკო სისტემის ქალაქის ქსელის ცენტრ. ბკას მ. ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. 2006 წ. 9 ნოემბერს საქართვ. პრეზიდენტის (N673) ბრძანების საფუძველზე, მ. ჯავახიშვილის სახ. ბკის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართ. იურიდ. პირი – თბილ. მთავარი ბიბლიოთეკა, რ-საც 2007 მას დაექვემდებარა აგრეთვე საქართვ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნ. ბკებიც. 2008 წ. 12 მაისს სსიპ თბილ. მთავარი ბ-კა გადავიდა გ. ტოვსტონოგოვის ქუჩა N2-ში (ყოფ. 25 თებერვლის ქუჩა, სადაც მანამდე მდებარეობდა რუს. საშ. სკოლა და მასწავლებელთა დახელოვნების ინტი). თბილ. საბიბლიოთეკო ქსელის წიგნადი ფონდი 2013 წ. 1 იანვრისათვის შეადგენდა 1013202 ცალს, მ. შ. მთავარი ბკის წიგნადი ფონდი იყო 86673 ცალი. 2013 წ. 1 იანვრისათვის თბილ. მთავარ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებდა შემდეგი განყბები: დამუშავებადაკომპლექტების; კატალოგების ორგანიზაციის; საინფორმაციობიბლიოგრაფიული; აბონემენტის; საბავშვო ლიტერატურის; სამკითხველო დარბაზის; სანოტოსამუსიკო; უცხო ენების ლიტერატურის; საინფორმაციოკომპიუტერული; ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის. თბილისსა და მის შემოგარენში ფუნქციონირებს მთავარი ბკის ათეულობით ფილიალი, მ. შ. ლადო ასათიანის სახ. ბ. კაფილიალი (დაარსდა 1972); მირზა გელოვანის სახ. ბკაფილიალი (დაარსდა 1963; იხ. აგრეთვე ახალგაზრდობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა მირზა გელოვანის სახელობისა). თბილ. მთავარ ბკაში ფუნქციონირებს აბონემენტის, მუსიკალური, საბავშვო და სამკითხველო დარბაზები. სამკითხველო დარბაზი მკითხველს ემსახურება წიგნით ადგილზე; აბონემენტის დარბაზი ლიტრას გასცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: მუს. განყბა გასცემს სანოტო წიგნებს, ხოლო საბავშვო განყბის ფუნქციაა მკითხველის მომსახურება როგორც ადგილზე წიგნით, ასევე წიგნების გაცემა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თბილ. მთავარ ბ-კას 1973-იდან გამოცემული აქვს მოკლე ბიბლიოგრ. საძიებლები და მეთოდური მასალები ბიბლიოთეკართა დასახმარებლად. 1946–72 ბ-კა დაჯილდოვდა სსრკ კულტ. სამინისტროს I ხარისხის დიპლომითა და მრავალი სიგელით. თბილ. მთავარი ბ-კის დირექტორები იყვნენ ე. ტროპი, შ. ასათიანი (1935–41), ნ. ჭელიძე (1946–76), ნ. მესხი (1976–80), ა. გურგენიძე (1980–82), ი. შანავა (1983–89), 1989იდან ც. კალმახელიძე (2007 წ. 15 მარტიდან თბილ. მთავარი ბ-კის გენ. დირექტორი). ც. კალმახელიძე.