თბილისის ნავთობის საბადოები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ნავთობის საბადოები, ნავთობის გამოვლინებები თბილისის მიდამოებში ძველთაგანვე იყო ცნობილი, რაც აისახა კიდეც ერთერთი უბნის (შუა საუკუნეებში საგარეუბნო სოფელი) ნავთლუღის სახელწოდებაში. `ტფილისის სამHრაღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების”, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი (XVII ს.) თავის ნაშრომში `აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. ნავთობის გეოლ. კვლევა საქართველოში, მ. შ. თბილისში, დაიწყო XIX ს. 60-იანი წლებიდან, კავკ. სამთო სამმართველოს დაარსების შემდეგ. 1881 სამთო ინჟინერმა გ. გ. წულუკიძემ ძებნა-ძიებითი სამუშაოები ჩაატარა ნავთლუღის მიდამოებში. XX ს. 30-იანი წლებიდან გეგმაზომიერ და სისტემ. გეოლ.საძიებო სამუშაოებს ატარებდა ტრესტი `საქნავთობი”. თბილ. მიდამოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე საბადო. თბილ. ნავთობაირიანი რნის საბადოების წილად მოდის საქართველოში 1930-ის შემდეგ მთლიანად მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი. იხ. აგრეთვე სტ. ნავთობის საბადოები. ლიტ.: თბილისი. ენციკლოპედია, თბ., 2002. ვ. ზესაშვილი.