თბილისის ობსერვატორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ობსერვატორია, შუა საუკუნეების ასტრონომიული ობსერვატორია თბილისში. არაბი გეოგრაფის ალისტახრის ცნობით (930) VIII ს. დამლევს არსებობდა თბილისში, ნარიყალაზე, მის შახტახტად წოდებულ ნაწილში. მარაღის ობსერვატორიის დამაარსებელმა ნასირ ალდინ ტუსიმ (1201–74) ამ ობსერვატორიის პროექტის შესადგენად და მომავალი სამუშაოს დასაგეგმავად მიიწვია თვალსაჩინო მეცნიერი, ექიმი, ფილოსოფოსი და ასტრონომი თახარ ალდინ ალხილათი (1191–1284), რ-იც აქ XIII ს-ში მოღვაწეობდა.როგორც ჩანს, ობსერვატორია მონღოლთა ხანაშიც განაგრძობდა არსებობას. უკანასკნელ წლებში ნარიყალაზე არქეოლ. გათხრების დროს, სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას ნაპოვნია ზოდიაქოს თანავარსკვლავედების გამოსახულებათა მოტივებზე შექმნილი, ორნამენტით შემკული საათების მანიშნებელდანაყოფებიანი ქვის ციფერბლატი, რ-საც მზის საათისათვის დამახასიათებელი აუცილებელი დეტალის–გნომონის სამაგრი აქვს. ლიტ.: გვრიტიშვილი დ., მესხია შ., თბილისის ისტორია, თბ., 1952; ჯაფარიძე გ., XIII საუკუნის თბილელი მეცნიერი მარაღის ობსერვატორიაში, «მაცნე». ისტორიის, არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1984, #2; Бадриашвили Н., Тбилиси, Тб., 1957. გ. გიორგობიანი.