თბილისის ოლქი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ოლქი, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეული საქართველოს სსრში. შეიქმნა 1929 წ. 21 აგვ. საქართველოს ცენტრ. აღმასრ. კომიტეტისა და საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს 1929 წ. 11 ივლ. დადგენილებით ახ. ადმ.ტერ. დაყოფის შესახებ. მის შემადგენლობაში შედიოდა ქვემო ქართლი (ყოფილი თბილისისმაზრის ჩრდ. ნაწილი, ქვემო ქართლის სამხრ. მხარე, ბორჩალოს მაზრა), გარეკახეთი, შიდა ქართლის მცირე მონაკვეთი – მცხეთის რნი, ყოფ. დუშეთის მაზრა და ყოფ. თიანეთის მაზრის ცენტრ. მხარე – ერწოთიანეთის ტერიტორია. თ. ოში ცხოვრობდა 146895 კომლი და 613 189 სული. ეროვნ. შემადგენლობის მხრივ თ. ო. ასე გამოიყურებოდა: ქართველები – 254408, სომხები – 148482, თურქები (აზერბაიჯანელები) – 72986, რუსები – 55719, ბერძნები – 31512, გერმანელები – 14413, დანარჩენები – 41259 სული. ქვეყნის ოლქებად დაყოფის სისტემამ არ გაამართლა, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა ე. წ. კომუნისტური `დიადი გარდატეხის” ახალ სოც.ეკონ. ამოცანებს. სკკპ XVI ყრილობის გადაწყვეტილებათა თანახმად, საქ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტმა 1930 წ. 15 ივნისს გამოიტანა დადგენილება საქართველოში ოლქების და მაზრების გაუქმებისა და ქვეყნის ახ. ადმ.ტერიტ. ერთეულებად – რაიონებად დაყოფის შესახებ. 1930 წ. ოქტ. დასაწყისში თ. ო. გაუქმდა. 1951 წ. 5 ნოემბერს კვლავ შეიქმნა თ. ო. შემდეგი შემადგენლობით: თბილისი (რესპ. დაქვემდებარების ქალაქად მისი დატოვებით), ქები: გორი, რუსთავი და ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქის, ახმეტის, ასპინძის, ბოგდანოვკის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დმანისის, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, კასპის, ჯავახეთის, ყვარლის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, თეთრი წყაროს, თიანეთის, ხაშურის, წალკისა და წითელწყაროს რნები. თ. ომა მთელი აღმ. საქართველოს და სამხრ. საქართველოს ორი რეგიონი (სამცხეჯავახეთი) მოიცვა. აღდგენილმა თ. ომა ერთ წელზე მეტხანს ვერ იარსება, რესპუბლიკის ოლქებად (თბილისის და ქუთაისის) დაყოფამ აშკარად ვერ გაამართლა, ისინი ზედმეტ ადმ. ერთეულებს წარმოადგენდნენ. 1953 წ. აპრილში თ. ო. გაუქმდა. ლიტ.: საქართველოს ისტორია XIX ს. 90იანი წლებიდან დღემდე, თბ., 1984. ზ. ცინცაძე.