თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანა“ (სააქციო საზოგადოება), სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი ფარმაცევტული საწარმო. შეიქმნა 1996 ამავე სახელწოდების ქ-ნის ბაზაზე, რიც დაარსდა 1939. საწარმო თავდაპირველად სპეციალიზებული იყო ადგილ. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის და ნაწილობრივ ღორის ნედლეულისაგან დამზადებული ორგ. სამკურნ. პრეპარატების (მინისებური სხეული, ადიურეკრინი, პეპტონი, პეფსინი, ფოლიკულინი, ჰემოსტიმულინი, პანკრეატინი, ატფ, ჰემატოგენი და სხვ.) გამოშვებაზე. ქ-ნა შედიოდა სსრ კავშირის ამ პროფილის საწარმოთა ხუთეულში და ერთადერთი იყო სამხრ. კავკასიაში. პროდუქცია გადიოდა სსრკ-ის რესპუბლიკებში და საზღვარგარეთ (მონღოლეთი, ვიეტნამი). XX ს. 90-იანი წლებიდან საწარმო უშვებდა შემდეგ სამედიცინო პრეპარატებს: ნატრიუმის ქლორიდს, კალციუმის ქლორიდს, პლატიფილინს, რიბოქსინს, ნოვოკაინს, ლიდოკაინს, საინიექციო წყალს, პაპავერინს, დიბაზოლს, ვიტამინებს (С, B1, B6, E) და სხვ., აგრეთვე მინისებურ სხეულს და ფოლიკულინს. მედიკამენტები მზადდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ნედლეულით. წარმოებული პროდუქცია იგზავნებოდა შუა აზიის რესპუბლიკებში. 2008-იდან ქნა დროებით არ ფუნქციონირებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა უცხოურ ფირმებთან ინვესტიციის მოზიდვის მიზნით.