თბილისის პედიატრიული კლინიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის პედიატრიული კლინიკა მ. გურამიშვილის სახელობისა (შპს) (ყოფილი ბავშვთა N3 კლინიკური საავადმყოფო), გაიხსნა 1966. აშენდა საუკეთესო მიკროკლიმატის მქონე ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა ბავშვთა რესპირაციული დაავადებების სამკურნალოდ. კლინიკა გათვლილია 80 საწოლზე, აღჭურვილია თანამედროვე სამედ. აპარატურით და კომპიუტერული ბაზით. მის სტრუქტურაშია: პედიატრიული სექტორი; ნეონატოლოგიური სექტორი; ქირურგ. სექტორი: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ანტირაბიული კაბინეტი; კრიტ. მედიცინის სექტორი; მიმღები და გადაუდებელი სამედ. დახმარების ­(emergency) განყბები. ამბულატორიული დეპარტამენტი: პედიატრია, ნეონატოლოგია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ნევროლოგია, კარდიორევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ინფექციური სნეულებები, ფსიქორეაბილიტაცია, ოფთალმოლოგია, ფიზიოთერაპია, რადიოლოგია, იმუნიზაცია, ციფრული ელექტროენცეფალოგრაფია, ულტრასონოგრაფია (ფარისებრი ჯირკვლის, შინაგანი ორგანოების ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია, კარდიოექოსკოპია, ექოენცეფალოსკოპია), ენდოსკოპია, ლაბორატორიული საქმიანობა (კლინ.დიაგნოსტიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური). დაარსების დღიდან საავადმყოფოს ხელმძღვანელობდნენ: ე. ჩუბინიშვილი (1966–86); მ. გურამიშვილი (1986–96); ქ. ნემსაძე (1996–2008); რ. სვინტრაძე (2008, 2010–11); გ. გოგიშვილი (2008–09); პ. ჟორჟოლიანი (2009–10); 2011-იდან – ა. გვენეტაძე.