თბილისის პირველი გიმნაზია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველი კლასიკური გიმნაზია.jpg


თბილისის პირველი გიმნაზია, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზია, რიც შეიქმნა 1830, ადრე არსებული (1802იდან) კეთილშობილთა სასწავლებლის ბაზაზე. ორი ათეული წელი ეს გიმნაზია იყო ერთადერთი საერო სასწავლებელი საქართველოში ათეული წლების განმავლობაში კი – ერთადერთი ევრ. ტიპის საერო საგანმან. დაწესებულება ამიერკავკასიაში. თ. პ. გთან არსებობდა პანსიონი, რ-შიც თავიდან ირიცხებოდა 40 მოსწავლე, მ. შ. 30 ქართვ. თავადაზნაურის შვილი. გიმნაზია 7 კლასისგან შედგებოდა (1-ლი კლასი იყო მოსამზადებელი). ძირითად კლასებში ასწავლიდნენ: საღვთო სჯულს, ქართ., თათრულ, გერმ. და ფრანგ. ენებს, მათემატიკას, ფიზიკას, ისტორიას, რუს. სიტყვიერებას და ლოგიკას, გეოგრაფიას და სტატისტიკას, სუფთა წერას, ხატვასა და ხაზვას, რუს. სამართალმცოდნეობას. ქართ. ენის შესწავლა სავალდებულო იყო განურჩევლად ყველა მოსწავლისათვის, თათრულ ენას კი ასწავლიდნენ იმათ, ვინც პანსიონში სახელმწ. ხარჯზე ირიცხებოდა. 1831-თვის გიმნაზიაში სწავლობდა 307 მოსწავლე, მ. შ. ნ. ბარათაშვილი, კ. მამაცაშვილი, დ. მაჩაბელი და სხვ. 1835-იდან მოსწავლეები უშვებდნენ რუს. ხელნაწერ ჟურნ. `თბილისის გიმნაზიის ყვავილს”. 1847-იდან მოსწავლეთა რიცხვი 467მდე გაიზარდა. ამ წლებში აქ სწავლობდნენ: ი. კერესელიძე, ი. ჭავჭავაძე, ბ. ღოღობერიძე და სხვ. არსებული წესის მიხედვით თ. პ. გ-ის კურსდამთავრებულთაგან ყოველწლიურად რუს. კადეტთა კორპუსში უნდა გაეგზავნათ 10 კაცი, პეტერბურგის და მოსკ. უნტებში – 5 კაცი (სახელმწ. ხარჯზე). 1850 წ. 2 (14) იანვარს გიმნაზიის შენობაში პირველად დაიდგა გ. ერისთავის პიესა `გაყრა”, ამ თარიღთან არის დაკავშირებული ქართ. თეატრის დღის დაწესება და აღნიშვნა ყოველი წლის 14 იანვარს. XIX ს. 60-იანი წლების რეფორმების შემდეგ თ. პ. გ-ს ეწოდა კლასიკური და იგი გაუთანაბრდა რუს. იმპერიის ანალოგიურ სასწავლებლებს იმ განსხვავებით, რომ აქ ისწავლებოდა მხოლოდ ლათ. ენა (ბერძნ. არა). ქართ. ენა თანდათან მთლიანად განიდევნა სასწავლებლის პროგრამიდან და, თუმცა შეიცვალა გიმნაზიის კარჩაკეტილი წოდებრივი ხასიათი და ფორმალურად ყველა სოც. ფენის შვილებს შეეძლოთ შესვლა, მოსწავლეთა კონტინგენტი მაინც შეზღუდული იყო სწავლების მაღალი გადასახადით, წინასწარი მომზადების დონითა და რუს. ენის ცოდნის ნიშნით. 1900 თ. პ. გ-ში სწავლობდა 824 მოსწავლე. სხვადასხვა დროს თ. პ. გ-ში მასწავლებლობდნენ: ს. დოდაშვილი, გ. გეხტმანი, ე. თაყაიშვილი, დ. დონდუა, ვ. აბდუშელიშვილი, დ. ყიფიანი, ბ. ღოღობერიძე, ი. კერესელიძე, ა. ფურცელაძე, პ. უმიკაშვილი. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასკოლო ქსელის გარდაქმნასთან დაკავშირებით თ. პ. გ. გადაკეთდა შრომის სკოლად, ხოლო 1923იდან – პირველ საცდელსაჩვენებელ სკოლად. ტრადიციულად სკოლას დარჩა დედაქალაქის პირველი სკოლის სახელი. 1997–2005 იყო თბილ. პირველი კლასიკური გიმნაზია და გიმნაზიაში სწავლების კონცენტრების სქემა იყო 5+4+3, სასწ. პროგრამა ითვალისწინებდა ლათ., რუს., ინგლ., გერმ., სპარს. ენების, ანტ. ქვეყნების ისტ. და ლიტრის გაძლიერებულ შესწავლას. გიმნაზია მოსწავლეებს ამზადებდა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად. 2005–11 ეწოდებოდა თბილ. 1ლი საჯარო სკოლა და სასკოლო პროგრამა მთლიანად ექვემდებარებოდა ეროვნ. სასწ. გეგმას, ნაკლებად ისწავლებოდა საგნები სტანდარტს ზემოთ ფარგლებში. 2012 სკოლას დაუბრუნდა გიმნაზიის სახელი და საქართვ. განათლების სისტემაში დამკვიდრებული ტენდენციის – სკოლებისათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება – შესაბამისად აღდგა სკოლისთვის ტრად. საგნების სწავლება. თ. პ. გ. დაამთავრა მრავალმა სახელგანთქმულმა ადამიანმა, რთა შორის არიან: ო. ლომიშვილი, ა. გელოვანი, ი. ჯორჯაძე, ვ. ბერიძე, გ. ჭოღოშვილი, ზ. ანჯაფარიძე, ზ. ფალიაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, ო. გორდელი, ა. ნადირაძე, ნ. ანდღულაძე, ვ. ძიძიგური, კ. მახარაძე, მ. ჩახავა, ე. საყვარელიძე, ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ვ. კოტეტიშვილი, შ. ყაყიჩაშვილი, ე. შენგელაია და სხვ. თ. პ. გ-ის შენობა აშენდა 1837–39, გადაკეთებულია XIX ს. 60-იან წლებში, თბილ. ომის შემდეგ გადამწვარი სკოლა რესტავრირებულია 90-იან წლებში. ლ. შეწირული.