თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლოსამეცნიერო დაწესებულება ამიერკავკასიაში. დაარსდა 1917 წ. 6 მაისს. თ. პ. ი. პირველ პროფესორთა შორის იყვნენ ლ. მანდელშტამი, ა. ჯავახიშვილი, ა. თვალჭრელიძე, ა. დიდებულიძე და სხვ. პირველი რექტორი იყო ცნობილი ნიადაგმცოდნე ს. ზახაროვი. მეცადინეობა დაიწყო 1917 წ. 9 ოქტომბერს. სწავლება მიმდინარეობდა რუს. ენაზე. მენშევიკურ საქართველოში ინტი კერძო დაწესებულება იყო (ინახავდნენ კერძო შემოწირულებითა და სწავლის ქირით). საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წ. 1 ოქტომბერს, რესპუბლიკის განათლების სახ. კომისარიატის გადაწყვეტილებით, იგი სახელმწ. დაწესებულებად გამოცხადდა და თბილ. სახელმწ. პოლიტექნიკური ინტი ეწოდა, 1922 ვ. ი. ლენინის სახელი მიენიჭა. 1917–28 – თ. პ. ი-ის სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 300-დან 2200-მდე. თ. პ. ი. კურსდამთავრებულია მ. საბაშვილი. 1928 ინტ-მა შეწყვიტა არსებობა. მისი ტექ. პროფილის ფაკტები შეუერთდა თსუ-ის პოლიტექ. ფაკტის (შეიქმნა 1922) ბაზაზე დაარსებულ საქართვ. პოლიტექ. ინტს (ახლანდ. საქართვ. ტექნიკური უნტი; სტუ). ვ. ჯავრიშვილი.