თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი ვ. ი. ლენინის სახელობისა, უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი; გაიხსნა 1947 ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტის რეორგანიზაციის ბაზაზე. ინტში მოღვაწეობდნენ: კ. ზავრიევი, ვ. გურგენიძე, მ. დანდუროვი, ნ. გვარამაძე და სხვ., რებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართვ. ინჟინრების მომზადების საქმეში. 1951 სწავლობდა 1500ზე მეტი სტუდენტი; 1959 შეუერთდა ს. მ. კიროვის სახ. საქართვ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და ეწოდა ვ. ი. ლენინის სახ. საქართვ. პოლიტექნიკური ინტი (ახლანდ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).