თბილისის რუსული ენის შემსწავლელი სკოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის რუსული ენის შემსწავლელი სკოლა, დაარსდა თბილისში 1778. ხელმძღვანელობდა ცნობილი საზ. მოღვაწე და მეცნიერი გაიოზი (შემდგომში გაიოზ რექტორად ცნობილი). სკოლა დაარსდა ქართ.რუს. პოლიტ. და კულტ. ურთიერთობების გაფართოების პირობებში იმ მიზნით, რომ ახალგაზრდობა უკეთ გაცნობოდა და შეესწავლა რუს. ენა და კულტურა. სკოლამ თბილ. სხვა სკოლებთან ერთად, არსებობა შეწყვიტა 1795, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის შემდეგ.