თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებელი, დაარსდა 1935 როგორც პედ. სასწავლებლის პოლიტგანათლების განყბა. სწავლება 3წლიანი იყო; იღებდნენ რვაკლასდამთავრებულებს. 1938 განყ-ბა გადაკეთდა პოლიტგანათლების სასწავლებლად, ხოლო 1962-იდან – საბიბლიოთეკო სასწავლებლად. სწავლების ვადა იყო 2 წელი. ჰქონდა 2 განყ-ბა: საბიბლიოთეკო და წიგნთსაქონელმცოდნეობის.