თბილისის საეკლესიო მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საეკლესიო მუზეუმი, დაარსდა 1888 სიონის ტაძართან ი. ჭავჭავაძის, დ. ბაქრაძისა და სხვათა თაოსნობით. თ. ს. მ-ის მიზანი იყო საქართვ. ეკლესიამონასტრებში შემონახული წერილობითი ძეგლების წარმოჩენა, შეკრება, შენახვა და შესწავლა. მუზეუმმა თავი მოუყარა მრავალ უძველეს, უნიკალურ ქართ. ხელნაწერს (V–VI სს. პალიმფსესტები, მოხატული ხელნაწერი წიგნები და სხვ.). თ. ს. მის ფონდი 1921 თბილ. უნ-ტს გადაეცა, 1930 კი სხვა სიძველეთსაცავების ფონდებთან ერთად – საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყბას. თ. ს. მ-ის ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინეს თ. ჟორდანიამ (1902 გამოსცა 2 ტომად 800 ხელნაწერის აღწერილობა), მ. ჯანაშვილმა (1908 გამოსცა 240 ხელნაწერის აღწერილობა); თ. ს. მ-ში 1908ის შემდეგ შემოსული ხელნაწერები კვლავ აღიწერა 1921–28 წლებში. 1927 თ. ს. მ-მა შეწყვიტა არსებობა. მუზეუმის გამგეები სხვადასხვა დროს იყვნენ დ. ბაქრაძე (1888–97), მ. ჯანაშვილი (1898–1927).