თბილისის საესტრადო და საცირკო სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საესტრადო და საცირკო სასწავლებელი შ. მილორავას სახელობისა, დაარსდა 1969 ო. თაქთაქიშვილის ინიციატივით. სწავლება იყო ქართ. და რუს. ენებზე. სწავლების ვადა იყო 4 წელი. თავდაპირველად სასწავლებელში იყო 2 განყბა, 1995 გაიხსნა დრამის, 1996 – მუს. თეატრის მსახიობთა განყბები. სასწავლებელი ამზადებდა მოსწავლეებს შემდეგი სპეციალობებით: სალაპარაკო ჟანრი (მხატვრული კითხვა, პაროდია, იმიტაცია); საესტრადო სიმღერა (სოლო და ანსამბლური); საესტრადო ცეკვა (ქართ., სამეჯლისო, სახასიათო, რიტმული); მუს. საკრავები (ქართ. ხალხური საკრავები, ფორტეპიანო, იონიკა, საყვირი, გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები); ორიგინ. ჟანრი (აკრობატიკა, ჟონგლიორობა, კლოუნადა, ეკვილიბრისტიკა, ილუზია, დრესურა). სასწავლებლის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტდა ანსამბლები: `აისი”, `სხივი”, `პირველი ნაბიჯები”. სასწავლებელი დაამთავრა ბევრმა გამოჩენილმა ხელოვანმა (კომპოზიტორი ვ. დურგლიშვილი, მხატვრული კითხვის ოსტატი ე. საღარაძე, იუმორისტი მ. კვირიკაშვილი, იმიტატორი ო. ციმაკურიძე, ვოკალისტი ე. ჯანელიძე, ილუზიონისტები ზ. ვადაჭკორია, ზ. კრიხელი და სხვ.). სასწავლებლის პედაგოგებად მუშაობდნენ: გ. ცაბაძე, შ. მილორავა, ნ. (ბიჭიკო) ანდრონიკაშვილი, მ. შილდელი, ც. ციცქიშვილი, გ. ქართველიშვილი, ლ. იაშვილი და სხვ.