თბილისის სამასწავლებლო სკოლა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სამასწავლებლო სკოლა, საოსტატო ინსტიტუტი, პირველი პედაგოგიური სასწავლებელი საქართველოში. გაიხსნა 1866 თბილისში. თავდაპირველად სამი კლასისაგან შედგებოდა, იღებდნენ დაწყებითი სკოლის კურსდამთავრებულებს; 1871-იდან გადაკეთდა საოსტატოსამასწავლებლო ინტად და ეწოდა ალექსანდრე II-ის სახელი. ამზადებდნენ მასწავლებლებს ამიერკავკ. საქალაქო (შემდგომში – უმაღლესი დაწყებითი) სასწავლებლებისათვის. სწავლება 4 წლიანი იყო, რუს. ენაზე. ასწავლიდნენ საღვთო სჯულს, პედაგოგიკას, რუს. ენას, გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკაგეომეტრიახაზვას, ბუნებისმეტყველებას, ჰიგიენასა და პოპულარულ მედიცინას, სუფთა წერას, გალობას, აგრეთვე ტანვარჯიშსა და ხელგარჯილობას. ქართ. ენა არასავალდებულო საგანი იყო და კვირაში 4 საათი ეთმობოდა. სკოლა ყოველწლიურად საშუალოდ უშვებდა 14–15 მასწავლებელს. თ. ს. ს-მ 1919-მდე იარსება. ამავე წელს გადაკეთდა თსუ-ის პედაგოგიურ ინტად (იხ. თბილისის საპედაგოგიო ინსტიტუტი), რ-მაც 1923 წ. ივლისამდე იარსება. დ. გურგენიძე.