თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი `ჰიპოკრატე”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი `ჰიპოკრატე”, სამედიცინო პროფილის სასწავლო უნივერსიტეტი. დაარსდა 2002, ლიცენზირებული და აკრედიტებულია საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ, მინიჭებული აქვს სახელმწ. დიპლომის გაცემის უფლება. უნტს აქვს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და რეზიდენტურა. უნტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, სტაჟირება გაიარონ რუსეთისა და გერმანიის წამყვან კლინიკებში. აქვს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. თ.ს.ს.უ. `ჰ”-ში ფუნქციონირებს ჯანდაცვის მიმართულებების: მედიცინის ფაკტი (სამკურნალო საქმის სპეციალობით), სტომატოლოგიის ფაკტი (სტომატოლოგის სპეციალობით) და ფარმაციის ფაკტი (ფარმაციის სპეციალობით). ჯანდაცვის მიმართულების მედ. ფაკტის დიპლომირებული ექიმის საგანმან. პროგრამა მოიცავს ერთსაფეხურიან უმაღლეს სამედ. განათლებას, სწავლება 6 წლიანია. კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული ექიმის აკად. ხარისხი. მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარჩვევები კურსდამთავრებულს უფლებას მისცემს სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (რეზიდენტურა, დოქტორანტურა). ჯანდაცვის მიმართულების სტომატოლოგიის ფაკტის დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმან. პროგრამა მოიცავს ერთსაფეხურიან უმაღლეს სამედ. განათლებას. პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკად. ხარისხი. მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარჩვევები კურსდამთავრებულს უფლებას მისცემს, სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე (რეზიდენტურა, დოქტორანტურა). ჯანდაცვის მიმართულების ფარმაციის ფაკტის (სპეციალობა ფარმაცია) საბაკალავრო პროგრამის, ფარმაცია, დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია – ჯანდაცვის ბაკალავრი ფარმაციაში. კურსდამთავრებულს უფლება აქვს იმუშაოს ნებისმიერი ტიპის ფარმაცევტულ დაწესებულებაში (აფთიაქი, სააფთიაქო ლაბორატორია, ფარმაცევტული საწარმო) რიგით ფარმაცევტად. საბაკალავრო პროგრამის დასრულება სტუდენტს საშუალებას მისცემს განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ ეტაპზე – მაგისტრატურაში, რის დასრულების შემდეგ მას უფლება ექნება იმუშაოს წამყვან ფარმაცევტად, ფარმაცევტული განყბის, საამქროს, ბაზის, საწარმოს ხელმძღვანელად, ფარმაცევტული ფირმის წარმომადგენლად, დისტრიბუტორად და ა. შ. სტუდენტს საშუალება აქვს განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ ეტაპზე მაგისტრატურაში – სამაგისტრო პროგრამაზე `ფარმაციის მენეჯმენტი”. თ.ს.ს.უ. `ჰ”-ს მატერ.ტექ. ბაზას წარმოადგენს კეთილმოწყობილი სასწ. კორპუსი, სათანადოდ აღჭურვილი კაბინეტლაბორატორიებით და აუდიტორიებით, საინფორმაციოკომპიუტერული ცენტრით, ინტერნეტით და კომპიუტერული სასწ. ლაბორატორიით, მდიდარი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით, თანამედროვე სასწ. წიგნადი ფონდით, ვიდეოაუდიოთეკით. უნტს აქვს სასწ. და კლინ. ბაზები (სამედ. კლინიკა), აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით და სასწ. თვალსაჩინოებებით (პრეპარატები, სლაიდები, ატლასები და სხვ.), სპორტული დარბაზით.