თბილისის სამხედრო გიმნაზია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სამხედრო გიმნაზია, ზოგადსაგანმანათლებლო სამხედროაღმზრდელობითი სასწავლებელი. გაიხსნა 1875 თბილ. პროგიმნაზიის ნაცვლად, რიც ვლადიკავკაზში გადაიტანეს. ევალებოდა კადრების მომზადება უფრო მაღალი რანგის სამხ. სასწავლებლებისათვის ადგილობრივი მოსახლეობიდან. გიმნაზია გათვლილი იყო 200 მოსწავლეზე. იარსება 1882მდე. შემდეგ მის ბაზაზე დაარსდა თბილისის კადეტთა კორპუსი.