თბილისის სამხედრო ქვეითი სასწავლებელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სამხედრო ქვეითი სასწავლებელი, დაარსდა 1941, ამიერკავკასიის ფრონტის ჯარებისადმი ამავე წლის 3 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე – თ. ს. ქ. სის დაარსების შესახებ. სასწავლებლის კურსანტთა შემადგენლობა კომპლექტდებოდა ჯარის უმცროს მეთაურთა შემადგენლობისა და ჯარისკაცებისაგან. მიღებული იყო ზომები ამ სასწავლებლის სავალდებულო სამხ. მომარაგებით უზრუნველსაყოფად. სასწავლებელმა 1954მდე იარსება. თბილისის საპედაგოგიო ინსტიტუტი, დაარსდა თბილისის უნივერსიტეტთან 1919 (თბილ. სამასწავლებლო სკოლის ბაზაზე). ინტში სწავლება 4წლიანი იყო და ორი საფეხურისგან შედგებოდა: ორი წელი განკუთვნილი იყო დაწყებითი და არასრული საშ. სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლად, ხოლო სრული 4წლიანი კურსი ითვალისწინებდა საშ. სკოლების მასწავლებელთა მომზადებას. მისაღები გამოცდების საფუძველზე ინსტიტუტში ირიცხებოდნენ საშ. სკოლისა და მასთან გათანაბრებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები. ინტის დირექტორი იყო დ. უზნაძე. 1921 თ.ს.ი. გადაკეთდა თსუის პედ. ფაკულტეტის ინტად, ხოლო 1923 დაიხურა და მისი სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუის პედ. ფაკტის შესაბამის კურსებზე. დ. გურგენიძე.