თბილისის საპედაგოგიო ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საპედაგოგიო ინსტიტუტი, დაარსდა თბილისის უნივერსიტეტთან 1919 (თბილ. სამასწავლებლო სკოლის ბაზაზე). ინტში სწავლება 4 წლიანი იყო და ორი საფეხურისგან შედგებოდა: ორი წელი განკუთვნილი იყო დაწყებითი და არასრული საშ. სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლად, ხოლო სრული 4 წლიანი კურსი ითვალისწინებდა საშ. სკოლების მასწავლებელთა მომზადებას. მისაღები გამოცდების საფუძველზე ინსტიტუტში ირიცხებოდნენ საშ. სკოლისა და მასთან გათანაბრებული სასწავლებლების კურსდამთავრებულები. ინტის დირექტორი იყო დ. უზნაძე. 1921 თ.ს.ი. გადაკეთდა თსუ-ის პედ. ფაკულტეტის ინ-ტად, ხოლო 1923 დაიხურა და მისი სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუის პედ. ფაკტის შესაბამის კურსებზე. დ. გურგენიძე.