თბილისის სასულიერო აკადემია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სასულიერო აკადემია, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილ. სას. აკადემია და სემინარია არის `უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით აღიარებული ავტორიზებული (2011-იდან) სასწავლებელი, რიც ექვემდებარება საქართვ. ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, კანონიკურად შედის საქართვ. საპატრიარქოს იურისდიქციაში, თანამშრომლობს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან და ანგარიშვალდებულია სრულიად საქართვ. კათოლიკოსპატრიარქის წინაშე. თბილ. სას. აკადემია და სემინარია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართვ. სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, საქართვ. კანონმდებლობის, საეკლესიო (კანონიკური) სამართლისა და მართლმადიდებლური სწავლების საფუძველზე თბილ. სას. აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ. პირი, სადაც სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს: I. ბაკალავრიატი (4 წელი) – სას. სემინარიასა და, აგრეთვე აკად. და სემინარიის შემდეგ ფაკტებზე: ა) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ბ) ქრისტიანული ფსიქოლოგიის, გ) ქრისტიანული ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის; II. მაგისტრატურა (3 წელი) სას. აკად. საღვთისმეტყველო ფაკზე; III. დოქტორანტურა, თბილ. სას. და სემინარია, როგორც საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმან. დაწესებულება, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმან. პროგრამები: 1) თეოლოგიისა; 2) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა; 3) ქრისტიანული ფსიქოლოგიისა; 4) ხატწერისა; 5) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა; 6) საეკლესიო არქიტექტურისა (ხუროთმოძღვრებისა). სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწ. მიერ (იხ. აგრეთვე თბილისის სასულიერო სემინარია). თ. ს. ა. ამზადებს სამეცნ.სასულიერო და პედაგოგიურ კადრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. დაარსდა 1988 წ. 1 ოქტომბერს. ეფუძნება ძვ. ქართ. საღვთისმეტყველო სკოლათა ტრადიციებს, არის გელათის აკადემიის (XII ს.) მემკვიდრე. თ. ს. ა. აქტიურად თანამშრომლობს საქართვ. საერო სასწ. და სამეცნ. დაწესებულებებთან. აკად. სტუდენტების აქტ. თანამშრომლობით გამოდის ჟურნალები `საქართველოს საპატრიარქო” და `საყდარი”, საღვთისმეტყველოსამეცნ. ხასიათის ჟურნ. `გზა სამეუფო”. თ. ს. აში იღებენ 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რებსაც აქვთ უმაღლესი საერო განათლება ან დამთავრებული აქვთ სას. სემინარია. 1989-მდე აკადემიაში ფუნქციონირებდა მხოლოდ საღვთისმეტყველო ფაკტი. 1990 გაიხსნა ქრისტ. ხელოვნების ფაკტი, რიც ემსახურება ხელოვნ. შესწავლას ქრისტ. მსოფლმხედველობის პოზიციიდან. სწავლების ვადა 5 წელია. გადიან თეორ. და პრაქტ. კურსებს. პრაქტ. სამუშაოები ხორციელდება ფაკტზე არსებული ხატწერის, ქარგვისა და გობელენის სახელოსნოებში. მესამე კურსიდან სტუდენტებს ეკითხებათ სპეც. საგნები. ფაკტზე მოწვეული არიან კვალიფიციური პროფესორმასწავლებლები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. კურსდამთავრებული იღებს დიპლომს ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით და შეუძლია იმუშაოს საგანმან. და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროებში. ქრისტ. ანთროპოლოგიის ფაკტზე (გაიხსნა 1990) სტუდენტები იღებენ უმაღლეს განათლებას სას. დარგში (ძვ. აღთქმა, ახ. აღთქმა, საეკლ. სამართალი, პატროლოგია, ძირითადი და დოგმატური ღვთისმეტყველება, ზნეობრივი ღვთისმეტყველება, ასევე საქართვ. ისტორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ქართ. ენა, ანატომია, ფსიქოლოგია, თანამედროვე ენები და სხვ.). სურვილისამებრ სტუდენტები ეუფლებიან ქარგვას, გობელენისა და ხატწერის ტექნიკას. სწავლება 5წლიანია. ფაკტზე მოწვეული არიან სპეციალისტები, საერო და სას. პირები სხვადასხვა სასწავლებლიდან. კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს დაწყებით, საშ. და უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნ. და საღვთისმეტყველო სფეროებში. 1994 თ. ს. ა-ის ქრისტ. ანთროპოლოგიისა და ქრისტ. ხელოვნ. ფაკულტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდა საღვთისმეტყველო ინტი (2013 საღვთისმეტყველო ინტში მოქმედებდა შემდეგი ფაკტები: ფსიქოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის, ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების). ამავე წელს აკადემიაში გაიხსნა საქართვ. ისტ. კათედრა, რიც უზრუნველყოფს თ. ს. აში საქართვ. ისტ. და საქართვ. ეკლესიის ისტ. სწავლებას, ადგენს სასწ. პროგრამებს, საკურსო, სადიპლომო, სამეცნ. ნაშრომების თემატიკას. 1998-იდან აკადემიაში ფუნქციონირებს ღვთისმეტყველების და ქრისტ. ხელოვნების კათედრები. ამავე წელს საქართვ. მეცნ. აკადემიასთან ერთად თ. ს. ა-მ შეიმუშავა და სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, ილია II-მ დაამტკიცა `დებულება საქართველოში საღვთისმეტყველო მეცნ. დარგში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნ. კადრების მომზადების შესახებ”. 2005 თ. ს. ა-ში გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკტი [ამჟამად საეკლ. არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკტი]; 2006 – დეკორ. მებაღეობისა და ეკოლ. ინტი და საეკლ. გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. 2013 თ. ს. აში იყო შემდეგი კათედრები: პატრისტიკისა და დოგმატიკის, ბიბლეისტიკის, ლიტურგიკისა და სამოძღვრო, ღვთისმეტყველების, ეკლესიის ისტ., კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის, საქართვ. ისტორიის, ქართ. ენისა და ლიტრის, ქრისტ. ხელოვნების, რელიგიათმცოდნეობის, უცხო ენების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის, საეკლ. არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების). 2013 წ. 29 მარტს თ. ს. აში კათოლიკოსპატრიარქის ილია IIის ინიციატივითა და ლოცვაკურთხევით დაარსდა თეოლ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო და დაფუძნდა დოქტორანტურა. 2015-თვის მოქმედებდა შემდეგი სადოქტოროსაგანმან. პროგრამები: პატროლოგია, ეკლესიის ისტორია, ბიბლეისტიკა, ლიტურგიკა, საეკლ. სამართალი. თ. ს. ა-ს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებთან. თბილ. სას. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი – ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989–93 რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი – ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993–2003 – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004–05 – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005–09 – სრულიად საქართვ. კათოლიკოსპატრიარქი, ილია II, ხოლო 2009 წ. 23 ოქტომბერს სას. აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.