თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი `გორგასალი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი `გორგასალი”, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). დაარსდა 1999 წ. 12 აგვისტოს; უნტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართვ. კონსტიტუციის, კანონმდებლობის, პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებისა და უნტის წესდების შესაბამისად. უნტის ზოგადი მიზნებია: ერთიან ევროპულ საგანმან. და სამეცნ. სივრცეში ინტეგრაცია, სასწ. პროგრამებისა და სამეცნ. კვლევების განხორციელება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; თ. ს. უ. `გში” აკად. განათლება ორსაფეხურიანია: პირველი საფეხურია ბაკალავრიატი, მეორე – მაგისტრატურა. თ. ს. უ. `გში” მართვის ორგანოებია: აკად. საბჭო, რექტორი, რექტორის მოადგილეები, ადმ. ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. ფაკტის მართვის ორგანოა დეკანატი. უნტი შედგება ძირითადი საგანმან. ერთეულებისგან – ფაკულტეტებისგან, ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების, რექტორის აპარატისა და კანცელარიისაგან. თ. ს. უ. `გში” არის 4 ფაკტი: ა) ჯანმრთელობის დაცვის; ბ) სოც. მეცნიერებათა და ბიზნესის; გ) ჰუმანიტარული; დ) იურიდიული. თ. ს. უ. `გში” არსებობს აკადემიური ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. უნტის აკად. პერსონალი შედგება პროფესორებისაგან, რის შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტპროფესორი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია უნტის საგანმან. პროგრამაზე დარეგისტრირდეს თავისუფალ მსმენელად, რსაც ენიჭება შესაბამისი კრედიტი. სურვილის შემთხვევაში თავისუფალ მსმენელს შეუძლია აიღოს სერტიფიკატი.