თბილისის საქალაქო არქივი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საქალაქო არქივი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო – თბილისის ცენტრალური არქივი. შეიქმნა 1921 წ. 21 თებერვალს ქალაქის თვითმმართველობის საუწყებო არქივის ბაზაზე. 1921 წ. 18 აგვისტოს ეწოდა ქალაქის რევკომის სამმართველოს საინფორმაციო ნაწილის სექცია და თბილ. რევკომის საკომენდანტო შენობის პირველ სართულზე ორი ოთახი დაეთმო. აქ თავმოყრილი იყო თბილ. ადგილობრივი თვითმმართველობის 1840–1920 დოკუმენტები. 1921 წ. 14 დეკემბერს არქივი თბილ. მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საუწყებო არქივი გახდა. საქართვ. ცენტრ. აღმასკომის 1926 წ. 1 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სამაზრო საარქივო ბიუროდ, ხოლო 1933 წ. აპრილს გადაკეთდა მუნიციპალურ არქივად. 1937 წ. 1 თებერვალს მუნიციპალურ არქივს ეწოდა თ. ს. ა. 1939 წ. 25 აპრილიდან იგი შინაგან საქმეთა სახელმწ. კომისარიატის გამგებლობაშია. საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1963 წ. 23 აგვისტოს დადგენილებით, თ. ს. ა. მუდმივი შემადგენლობის არქივი გახდა. თბილ. მშრომელთა დეპუტატების აღმასკომის 1972 წ. 16 აგვისტოს #1472 განკარგულებით არქივს გადაეცა სპეც. პროექტით აშენებული ახ. ხუთსართულიანი შენობა. საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წ. 8 ივნისის N730 განკარგულებით, ამავე წლის 1 ივლისიდან არქივი თბილ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა და ეწოდა თბილ. საქალაქო სახელმწ. არქივი. ქ. თბილ. მერიის საქალაქო კოლეგიის 1996 წლის 15 მარტის N 02.06.11 დადგენილებით თბილ. საქალაქო სახელმწ. არქივი გახდა თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი.