თბილისის საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა. დაარსდა 1909. ბკას საფუძვლად დაედო ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზბის მიერ გადაცემული ლიტრა. არსებობდა ქალაქის მცირე დოტაციით, ბკით სარგებლობის გადასახადითა და შემოწირულებით. ატარებდა ი. ზუბალაშვილის სახელს. 1928 ეწოდა ა. ჯაფარიძის სახ. თბილ. N1 საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა. 1933-იდან გარდაიქმნა `თბილისის მასობრივ სანიმუშოსაჩვენებელ ბიბლიოთეკად”, ხოლო 1944-იდან ეწოდა `თბილისის ა. ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა” და ქალაქის ბიბლიოთეკების მეთოდური ხელმძღვანელობა დაეკისრა. XX ს. 80-იანი წლებიდან ბ-კა იქცა თბილ. ცენტრ. საბიბლიოთეკო დაწესებულებად და მას ადმინისტრაციულად დაექვემდებარა ქალაქის სხვადასხვა რაიონებისა და უბნების ბ-კები, როგორც ფილიალები; 1994 ეწოდა მ. ჯავახიშვილის სახელი. 2006 წ. 9 ნოემბერს მ. ჯავახიშვილის სახ. ბ-კის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართ. იურიდ. პირი – თბილ. მთავარი ბიბლიოთეკა, იხ. აგრეთვე სტატია თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები.