თბილისის სახაზინო პალატა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახაზინო პალატა, ჩამოყალიბდა 1802 წ. 8 მაისს, რუსეთის მმართველობის სისტემის შემოღების დროს, და მას „სახაზინო ექსპედიცია” დაერქვა. 1840 ადმ. რეფორმასთან დაკავშირებით ეწოდა „საქართველოიმერეთის სახაზინო პალატა”. 1846 წ. 14 დეკემბერს მხარის ახალ ადმ. რეფორმასთან დაკავშირებით ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 4 გუბერნია. საქართველო გაიყო 2 – თბილისისა და ქუთაისის – გუბერნიად. საქართველოიმერეთის სახაზინო პალატას ეწოდა თ. ს. პ. გაუქმდა 1918 წ. 19 ნოემბერს.