თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.jpg


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), საქართველოს წამყვანი მრავალპროფილიანი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, რშიც კონცენტრირებულია ქვეყნის სამედ. და სამეცნ.პედ. კადრების ძირითადი ნაწილი. თსსუ არის უნივერსიტეტთა საერთაშ. ასოციაციის, ევრ. უნტთა ასოციაციის და ევრ. სამედ. განათლების ასოციაციის წევრი, აღმ. ევროპის სამედ. განათლების ასოციაციის დამფუძნებელი. თსსუის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია: ცოდნისა და კვლევების აკადემიური ხარისხი, დემოკრატიულობა, მართვის ორგანოების არჩევითობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება. თსსუის მიერ გაზიარებული კონცეფცია `სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში” (Life Long Learning - LLL) ევროპის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიის მთავარი ელემენტია. 1918 წ. 26 იანვარს (8 თებ.) გაიხსნა თსუ, რის გამგეობის წევრები იყვნენ მედ. დარგის ცნობილი წარმომადგენლები: ს. ვირსალაძე, გ. მუხაძე, ი. თიკანაძე. 1917 წ. 12 ოქტომბერს `ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” სხდომაზე პ. მელიქიშვილმა გამოთქვა აზრი მომავალ უნტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკტის გახსნის აუცილებლობის თაობაზე. 1918 წ. 27 თებერვალს უნტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნ. ფაკტის შექმნის აუცილებლობა. 17 იანვარს იმავე საბჭომ `ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” თავრის, ს. ვირსალაძის თანდასწრებით მიიღო გადაწყვეტილება, გახსნილიყო საბუნებისმეტყველოსამათემატიკო და სამკურნალო ფაკტი. 1918 წ. ოქტომბრიდან შეიქმნა სამკურნ. და საბუნებისმეტყველო გაერთ. ფაკტი, რიც 1919 წ. აპრილიდან ცალცალკე საბუნებისმეტყველომათ. და სამკურნ. ფაკტების სახით ჩამოყალიბდა. სამკურნ. ფაკტის პირველ დეკანად აირჩიეს ხარკოვიდან მოწვეული პროფესორი, ანატომი ა. ნათიშვილი. სამშობლოში აგრეთვე დაბრუნდნენ და სამკურნ. ფაკტზე დაიწყეს მოღვაწეობა ა. ალადაშვილმა, ს. ამირეჯიბმა, მ. ასათიანმა, ი. ბერიტაშვილმა, ს. გოგიტიძემ, ნ. კახიანმა, ი. ქუთათელაძემ, გ. ღამბარაშვილმა და სხვ. ამ პერიოდში სამკურნ. ფაკტზე ორდინატორებად და ასისტენტებად მოიწვიეს დ. იოსელიანი, ვ. მოსეშვილი, ნ. მახვილაძე, შ. მიქელაძე, ა. ტყემალაძე, მ. ტყემალაძე, ს. ყიფშიძე, ა. წულუკიძე, მ. წინამძღვრიშვილი, მ. ცხაკაია, ვ. ჟღენტი, დ. ჯავახიშვილი; ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრაზე – ი. ტყეშელაშვილი. 1919-იდან ივ. ჯავახიშვილის მზრუნველობით სამკურნ. ფაკტის შემადგენლობაში არსებობდა ე.წ. სასანიტრო ინტი, რის დირექტორი იყო ს. ამირეჯიბი. პირველი ეროვნ. კადრი – 68 ექიმი – სამკურნ. ფაკტმა 1922 წელს გამოუშვა. ფაკტი ვერ აკმაყოფილებდა რესპუბლიკის მოთხოვნილებას სამედ. კადრებზე. 1930 წ. 10 ივნისს განხორციელდა თსუის რეორგანიზაცია და დაარსდა დამოუკიდებელი თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი (თსსი) სამი ფაკტით: სამკურნ.პროფილაქტიკური, სანიტარიაჰიგიენის და ფარმაკოქიმიის. 1931 შეიქმნა კიდევ ერთი – `დედათა და ბავშთა დაცვის ფაკულტეტი”, რსაც 1934იდან პედიატრიული ფაკტი ეწოდა. 1931 სამკურნალოპროფილაქტიკური ფაკტი გარდაიქმნა სამკურნ. ფაკტად, სანიტარიულპროფილაქტიკური ფაკტი გაუქმდა, 1937 კი კვლავ აღდგა. 1932 ინტთან გაიხსნა სტომატოლოგიური განყბა, 1933 დაარსებული ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები კი 1935 გადაკეთდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტად; 2006 ამ ინტის მემკვიდრე სახელმწ. სამედ. აკადემიის სახელწოდებით – კვლავ მიუერთდა სახელმწ. სამედ. ინტის მემკვიდრეს – თ.ს.ს.უ-ს. 1936 წ. სექტემბერში სამედ. ინტის შემადგენლობას სტომატოლოგიური ფაკტის სახით დაემატა ერთი წლით ადრე გახსნილი სტომატოლოგიური ინტი. 1937 ეს ფაკტი, ისევე, როგორც ფარმაკოქიმიური ფაკტი გამოეყო სამედ. ინტს – შეიქმნა სახელმწ. სტომატოლოგიური და სახელმწ. ფარმაცევტული ინტები, რებიც 1948 გაუქმდა და ფაკტების სახით კვლავ დაუბრუნდა სახელმწ. სამედ. ინტს. 1992 წ. 24 ნოემბერს თბილისის სახელმწ. სამედ. ინტი თ.ს.ს.უდ გარდაიქმნა. უნტში ჩამოყალიბდა 4 ახ. ფაკტი (სამხედროსამედიცინო, სამედიცინობიოლოგიური, ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოთერაპიის, უცხოური ენების), სამედიცინო კოლეჯი და მისი ქუთაისის ფილიალი, სამკურნ. ფაკტის ინგლისურენოვანი სექტორი, უცხოელი სტუდენტების მოსამზადებელი განყბა. შეიქმნა შესაბამისი დეკანატები, სამეცნ. საბჭოები და, ახ. სასწავლო გეგმის მიხედვით, – საწარმოო პრაქტიკისა და რეზიდენტურის დეკანატი. 1995 სასწ.მეთოდურ განყბასთან დაფუძნდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი შიდასაუნივერსიტეტო კურსები, პროვიზორთა (ფარმაცევტთა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ჯანდაცვის ეკონომიკის და მენეჯმენტის სკოლა. 2002 თსსუ პროექტით `უმაღლეს სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები” მონაწილეობდა ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ საერთაშ. საგანმან. კონკურსში "SOCRATES". 2005 წ. სექტემბერში თსსუ მიუერთდა უნივერისტეტთა დიდ ქარტიას (ბოლონიის უნივერსიტეტი). იგი ერთადერთი ქართული უნტი იყო ევროპის 26 უნტს შორის, რ-მაც აღნიშნულ დეკლარაციაზე მოაწერა ხელი. 2006 თსსუს შეუერთდა თბილისის სახელმწ. სამედ. აკადემია (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N226, 2006 წლის 24 მარტი), 2007 კი – ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწ. აკადემიის სამკურნ. ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკტი. 2014 მონაცემებით თსსუში ხუთი ფაკტია: მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზ. ჯანდაცვის, ფიზ. მედიცინისა და რეაბილიტაციის. უნტის აკრედიტებული საგანმან. პროგრამებია: ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლების (მედიცინა, სტომატოლოგია) – 7, საბაკალავრო – 16, სამაგისტრო – 12, სადოქტორო – 4, მე-5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო – 3; მათ შორის არის 4 საერთაშორისო პროგრამა (დიპლომირებული ექიმის ამერიკული პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ქართულფრანგული საბაკალავრო პროგრამა, საექთნო საქმის ქართულავსტრიული საბაკალავრო პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ქართულფრანგული სამაგისტრო პროგრამა). თსსუში, აგრეთვე, მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების საგანმან. პროგრამები აზერბაიჯანულ, აფხაზურ და სომხურენოვანი მოსახლეობისათვის. თსსუს აქვს სპორტ. მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინ. ცენტრი, უცხოური ენების ცენტრი – დარგობრივი უცხოური ენების გაძლიერებული სწავლებით, სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. 2012 უნტში დაარსდა კლინიკური უნარჩვევების ლაბორატორია (2014იდან – კლინიკური უნარჩვევების დეპარტამენტი). თსსუის სამეცნიერო უნარჩვევების ცენტრი ჩამოყალიბდა 2012 წ. 8 თებერვალს სამეცნ. უნარჩვევების ლაბორატორიის ბაზაზე – ყოფ. ექსპერ. და კლინ. მედიცინის სამეცნ.კვლ. ინტი (1992–2010). 1962 დ. გედევანიშვილის მიერ დაარსდა ექსპერ. და კლინ. მედიცინის ინტი, რიც დამოუკიდებელ სამეცნ. საქმიანობასთან ერთად წარმოადგენდა თსსუის კათედრების ექსპერ. სამუშაოების დასაყრდენ ბაზას. ინტში სრულდებოდა სამეცნ. შრომები, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. თსს-უს აქვს საუნივერსიტეტო კლინიკებისა და ინტების ქსელი, რთა შორისაა: პირველი საუნივერსიტეტო, გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური, ა. ურუშაძის სახ. სტომატოლოგიური, N1 სტომატოლოგიური, N2 სტომატოლოგიური კლინიკები; ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინტი, ვ. ბახუტაშვილის სახ. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინტი. თსსუ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს მრავალ ზოგადი პროფილისა და სტომატოლოგიურ კლინიკასთან საქართველოს მასშტაბით; ასევე ისეთ საერთაშ. ორგანიზაციებთან, როგორიცაა WHO, WFME, UNISEF, UNESCO, ECFMG, CDC, ACTS-GEORGIA. თსსუ არის მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი, რ-თა შორისაა: ევრ. უნტების ასოციაცია (EUA), ევროპის სამედ. განათლების ასოციაცია (AMEE), ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია (EUPHA), ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA),, ევრაზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმი (ESRUC და სხვ. თსს-უ მონაწილეობს ევროპაში სამედიცინო განათლების თემატური ორგანიზაციის – MEDINE სამუშაო ჯგუფებში, სადაც მიმდინარეობს სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავება და ნორმატიული დოკუმენტების შექმნა. თსს-უ შეტანილია WHO-ის და IMED-ის საერთაშორისო დირექტორიებში, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის (სკრინინგ ტესტის) ჩაბარების შემდეგ (UშMLE, PLAB, YOK და სხვ.) დასაქმდეს ნებისმიერ ქვეყანაში; თსს-უს ჰყავს 120-ზე მეტი პარტნიორი უნტი და კლინიკა 40 ქვეყნიდან, რებთანაც თანამშრომლობს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ­TEMPUS, MEDINE, ERASMUS MUNDUS, MEVLANA და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. თსსუს აქვს სამეცნ. ბ-კა, რიც აერთიანებს 5 განყბას და ფარმაცევტული ფაკტის ფილიალს. 2008 მას შეუერთდა ყოფ. ექიმთა დახელოვნების ინტის ბკა თავისი წიგნადი ფონდით. აქვს პათოლოგიური ანატომიის არქივი; ზოოლოგიური მუზეუმი (დაარსდა XX სის 40იან წლებში ბიოლოგ ვ. როსტომბეგოვის ინიციატივით); სამხედრო ფაკ-ტის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იყო სამედ. უნტის სამხ. ისტორია. თსსუ რეგულარულად გამოსცემს სამეცნ. შრომათა კრებულებს. თსსი-ის დირექტორები: გ. ვაწაძე (1930–31), პ. შუშანია (1931–32), გ. ვაწაძე (1932–36), კ. ცომაია (1936–37), ი. ეზიაშვილი (VII.1937–XII.1937), ა. მაჭავარიანი (1937–41), კ. ერისთავი (1941–50), მ. სააკაშვილი (1950–53), ს. კობალაძე (VI.1953–XII.1953), ი. მენთეშაშვილი (1953–59); თსსი-ის რექტორები: პ. გელბახიანი (1959–72), ო. ღუდუშაური (1972–75), კ. ვირსალაძე (1975–85), ა. ასათიანი (1985–91), ლ. მანაგაძე (1991–92), რ. ხეცურიანი (1992-იდან); თსსუის რექტორები: რ. ხეცურიანი (1992–2005), ა. თელია (მოვალეობის შემსრულებელი, 2005–2006), გ. მენაბდე (2006–2009), ზ. ვადაჭკორია (2009-იდან). ზ. ვადაჭკორია. ი. კვაჭაძე.