თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის აკადემიური კლინიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის აკადემიური კლინიკა გ. ჟვანიას სახელობისა, მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო. კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც სტაციონარი (68 საწოლი), ასევე ამბულატორია. ის წარმოადგენს თბილ. სახელმწ. სამედ. უნტის სასწავლო ბაზას. კლინიკაში ფუნქციონირებს: თერაპიის, ქირურგიის, კრიტიკული მედიცინის (ახალშობილთა და მოზრდილთა რეანიმაციით), სასწრაფოგადაუდებელი და ამბულ. მომსახურების, ლაბორ. და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურები. თერაპიის სამსახური მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 1) ბავშვთა ნერვული სნეულებანი – ხელმძღვ. ნ. გელაძე. 2) ბავშვთა სნეულებანი – ხელმძღვ. მ. ჟვანია. 3) ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა – ხელმძღვ. ყ. ფაღავა. ქირურგ. სამსახურში გამიჯნულია შემდეგი მიმართულებები: 1) ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა – ხელმძღვ. ზ. ვადაჭკორია; 2) ბავშვთა ქირურგია – ხელმძღვ. რ. კუტუბიძე. კლინიკაში რეგულარულად ტარდება სასწ.პრაქტ. მეცადინეობები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის. ხორციელდება სამეცნ.კვლ. ღონისძიებები. კლინიკასთან თანამშრომლობდნენ პროფესორები აშშის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, თურქეთის, იტალიის უნტებიდან.