თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პედიატრიის კლინიკა.jpg

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა ა. ალადაშვილის სახელობისა, 1880 წელს სამხედრო უწყებამ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა შენობა, სადაც ფუნქციონირება დაიწყო `ალექსანდრეს საავადმყოფოს”. 1919 მას ეწოდა ქალაქის N2 საავადმყოფო, 1934 – სასწრაფო სამედ. დახმარების N2 კლინ. საავადმყოფო, 1988იდან იგი საკუთრებაში გადაეცა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტს. 1992-იდან ეწოდა თსსუ-ის აკად. ა. ალადაშვილის სახ. N1 კლინიკა. 2009–14 თსსუ-ის ა. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, 2014იდან – შპს `ა. ალადაშვილის სახ. კლინიკა”. 1941-იდან კლინ. ბაზაზე განთავსდა თსსუის სამკურნ. ფაკტის ზოგადი ქირურგ. კათედრა, წლების განმავლობაში მას ხელმძღვანელობდნენ: 1941–47 – ე. ზაქარაია; 1947–67 – დ. იოსელიანი; 1967–79 – მ. ჩაჩავა; 1979–81 – გ. ბოჭორიშვილი; 1981–99 – გ. გონჯილაშვილი; 1999-იდან (2009-იდან – ზოგადი ქირურგ. მიმართულება) – თ. ჩხიკვაძე. 1921 კლინ. ბაზაზე დაარსდა სამკურნ. ფაკტის თერაპიის კათედრა, რ-საც სათავეში ედგა ა. ალადაშვილი (1921–50). სხვადასხვა დროს კლინიკას ხელმძღვანელობდნენ: ნ. ყიფშიძე (1950–52), კ. ვირსალაძე (1952–54), თ. მამალაძე (1954–56), ვ. გერსამია (1956–57), მ. კანდელაკი (1957–68), ს. კობალაძე (1968–71), ვ. ალადაშვილი (1971–86), გ. რცხილაძე (1986–95). 1995–2014 კერძო თერაპიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ნ. ემუხვარი. კლინ. სტრუქტურაშია: კარდიოლოგიური, თერაპიული, ქირურგ. (სუფთა და ჩირქოვანი), ინტენს. თერაპიის და ანესთეზიოლოგიარეანიმაციის განყბები, რებიც აღჭურვილია თანამედროვე სამკურნ.სადიაგნოსტიკო აპარატურით (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპი, ექო და დოპლეროკარდიოგრაფი, ექოსკანერები, თანამედროვე რენტგენოლოგიური აპარატურა და სხვ.). კარდიოლოგიური განყბა ჩართულია საერთაშ. მულტიცენტრულ პროგრამაში HERO­2, რიც ითვალისწინებს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დაავადებულთა თრომბოლიზურ თერაპიას. ხდება გულის დიასტოლური დისფუნქციის შესწავლა და გულის იშემიური დაავადების პათოგენეზში ­Chlamidia Pneumoniae-ს როლის განსაზღვრა. მოქმედებს არითმიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ცენტრი. თერაპიულ განყბაში მიმდინარეობს მწვავე და ქრონ. თერაპიული პათოლოგიის დაიგნოსტიკა და მკურნალობა, პერიოდული დაავადების და მასთან ასოცირებული სისტემურმემკვიდრული ამილოიდოზის შესწავლა. ქირურგ. განყბაში, ტრადიციულად, დიდი ყურადღება ეთმობა ურგენტული ქირურგ. საკითხებს, არსებობს კუჭნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების პათოლოგიის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მკურნალობის დიდი გამოცდილება, დანერგილია ექსტრაკორპორული დეტოქსიკაციის სხვადასხვა მეთოდი, თიაქარპლასტიკის ორიგინ. მეთოდი, გამოიყენება ლაზერული და პლაზმური სკალპელი. მუშაობს მიკროქირურგ. სამსახური.