თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.jpg

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ა. ქუთათელაძის სახელობისა (1933-მდე – საქართველოს სამხატვრო აკადემია), პირველი ეროვნული უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი, დაარსდა 1922. აკადემიის დაარსებას ნიადაგი შეუმზადეს XIX ს. 70-იანი წლებიდან თბილისში არსებულმა სამხატვრო სკოლებმა და ევრ. ქვეყნების სამხატვრო სასწავლებლებსა და სტუდიებში განსწავლულმა მხატვრებმა; ხოლო აკადემიის დაარსების თაოსანი იყო 1916 შექმნილი ქართვ. მხატვართა საზბა. დაარსებისას აკადემიაში მოღვაწეობდნენ გ. ჩუბინაშვილი (პირველი რექტორი), გ. გაბაშვილი, ი. ნიკოლაძე, ე. ლანსერე, ა. კალგინი, ჰ. ჰრინევსკი, ი. შარლემანი, ო. შმერლინგი და სხვ. XX სის 20იანი წლების ბოლოს სასწავლებელში მოღვაწეობა დაიწყეს ნ. კანდელაკმა, საფრანგეთიდან ახლად დაბრუნებულმა დ. კაკაბაძემ და ლ. გუდიაშვილმა; XX ს. 30-იან წლებში პედაგოგებად მიიწვიეს აკადემიაში აღზრდილი მხატვრებიც. 1922–29 მ. თოიძის სამხატვრო სტუდია ახალგაზრდებს სამხატვრო აკადემიაში შესასვლელად ამზადებდა. XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა მთავრობამ ჩაატარა განათლების სისტემის რეორგანიზაცია, რის მიზანი იყო ამ სისტემის იდეოლოგიზირება და სახელოვნებო სფეროში `საწარმოო ესთეტიკის” დამკვიდრება, რასაც შედეგად აკადემიის დახურვა მოჰყვა. 1931 აკადემია სამხატვროტექ. ინტად გადაკეთდა, შემდეგ სახვითი ხელოვნ. დარგები მიუერთეს სახელმწ.პედ. ინტად გარდაქმნილ თსუს, ხოლო არქიტ. ფაკტი – სამშენებლო ინტს. 1933 აღდგა თსუ, ხოლო სახვითი ხელოვნ. ფაკტის ბაზაზე კვლავ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამხატვრო სასწავლებელი – თ.ს.ს.ა. 1937 მას დაუბრუნდა არქიტ. ფაკტიც. ამ პერიოდისთვის აკადემიაში უკვე 4 ფაკტი იყო: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკისა და არქიტექტურის. ქანდაკების ფაკტზე ფუნქციონირებდა 1927 გახსნილი კერამიკის განყბა. XX ს. 30-იან წლებში სსრკში მიმდინარე რეპრესიების ტელღამ თ.ს.ს.ასაც გადაუარა; დახვრიტეს პროფესორები ჰ. ჰრინევსკი, ვ. კოტეტიშვილი, ა. დუდუჩავა და სხვ. 1943 დაარსდა ხატვის კათედრა, რსაც სათავეში ჩაუდგა ს. ქობულაძე; 1947 დ. კაკაბაძის ინიციატივით შეიქმნა თეატრ. სახელოსნო, რსაც მხატვარი თავად ხელმძღვანელობდა; მოგვიანებით ამ მიმართულებას ცნობილი ქართვ. თეატრის მხატვარი ფ. ლაპიაშვილი უძღვებოდა. XX ს. 40–50იან წლებში საკმაოდ შეიზღუდა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს დ. კაკაბაძე. 50–60-იან წლებში აკადემიაში პედაგოგმხატვართა ახ. თაობა მოვიდა. ნიჭიერ მხატვრებთან თანამშრომლობა განაპირობებდა სკოლის მაღალ დონეს და ავტორიტეტს. თ.ს.ს.ა. იყო ერთადერთი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი კავკასიაში, რიც ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა შემოქმედთა კადრებს სომხ., აზერბ., ჩრდ. კავკ. რესპუბლიკებისათვის. სსრკში განათლების სფეროს მოდერნიზაციის გამო, XX ს. 50-იანი წლების ბოლოს შეიქმნა თ.ს.ს.აის დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორის ა. ქუთათელაძის ძალისხმევით აკადემია დახურვას გადაურჩა. 1999 თ.ს.ს.ა-ს მიენიჭა ა. ქუთათელაძის სახელი. 1959 ჩამოყალიბდა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის კათედრები: გობელენისა და ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების, რთა ბაზაზე 1961, მანამდე არსებულ კერამიკის განყბასთან ერთად, შეიქმნა დეკორ.გამოყენებითი ხელოვნ. ფაკტი (1998-იდან – დიზაინის ფაკტი). 2010 დიზაინის ფაკტის ბაზაზე შეიქმნა ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღადგინეს სახიანი ქსოვილის ბეჭდვის უძველესი ტრადიციული ტექნოლოგიები. 1966 ფერწერისა და არქიტექტურის ფაკტზე ამოქმედდა რესტავრაციის 2 განხრა – არქიტექტურის რესტავრაცია და ფერწერის რესტავრაცია, ხოლო 1967 ლ. რჩეულიშვილის, ვ. ბერიძისა და სხვ. ხელოვნებათმცოდნეთა მცდელობით და მხარდაჭერით შეიქმნა ხელოვნ. ისტორიისა და თეორიის ფაკტი. 2005 რესტავრაცია ცალკე მიმართულებად გამოიყო, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკტს შეუერთდა და, შესაბამისად, ფაკტსაც ეწოდა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკტი. 1994 გაიხსნა ქართ. შრიფტის სამეცნ.კვლ. ლაბორატორია. 2005 აკადემიაში გაიხსნა კომპიუტერული ხელოვნების, გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების ფაკტი, რსაც 2006 ფოტოგრაფიის და ახალი მედიების კავკასიის ინტი შეუერთდა და მედიახელოვნების ფაკტი ეწოდა. 2007 შეიქმნა ახ. ანიმაციის სტუდია, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ანიმაციური ფილმის (ნახატი, თოჯინური, პლასტელინის, სილაფხვნილის ანიმაცია) შექმნის სხვადასხვა ტექნიკას. 2004–06 საქართველოს საგანმან. სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფონზე აკადემია მიუერთდა ბოლონიის პროცესს, რის შედეგადაც მოხდა სასწავლო პროგრამების სრული მოდერნიზაცია. აკადემია გადავიდა სწავლების სამსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). 2014-თვის თ.ს.ს.ა. არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო სახელოვნებო სასწავლებელი, სადაც ასწავლის 117 პროფესორი და 202 მოწვეული პედაგოგი, სწავლობს 1800-მდე სტუდენტი. აკადემიაში მოქმედებს 5 ფაკტი: სახვითი ხელოვნების; არქიტექტურის; მედიახელოვნების; დიზაინის; რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკტები. სახვითი ხელოვნების ფაკტი აერთიანებს 4 სასწ. მიმართულებას: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და ხატვის მიმართულებებს; არქიტექტურის ფაკტზე 3 მიმართულებაა: სამოქალაქო არქიტექტურის, გარემოს დიზაინის და ინტერიერის დიზაინის; მედიახელოვნების ფაკტი აერთიანებს 3 მიმართულებას: ციფრული მედიის, გრაფიკული დიზაინის და ფოტოგრაფიის; დიზაინის ფაკტი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: მხატვრული კერამიკა, მხატვრული მინა, ტექსტილის დიზაინი, მოდის დიზაინი, სამრეწველო დიზაინი, ხის მხატვრული დამუშავების და ავეჯის დიზაინი, სამკაული და ლითონის დეკორატიული პლასტიკა; რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკტზე 2 მიმართულებაა: ხელოვნების ისტორია და თეორია და რესტავრაციაკონსერვაცია. ამ ფაკტებზე ხორციელდება 24 საბაკალავრო, 30 სამაგისტრო, 5 სადოქტორო და 2 პროფესიული პროგრამა. თ.ს.ს.ა-ში მოქმედებს ბკა, რშიც დაცულია უნიკალური რარიტეტები; ასევე მოქმედებს მუზეუმი, გობელენის მუზეუმი და რამდენიმე საგამოფენო დარბაზი: დიდი საგამოფენო დარბაზი, მცირე საგამოფენო დარბაზი `აკადემია +”, `აკადემია ჰოლი”.