თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი.jpg

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმი, 1998 პროფესორებმა გ. ყანდარელმა და თ. ნუცუბიძემ დააფუძნეს სამხატვრო აკადემიის ქართული გობელენის მუზეუმი, რის ფონდს შეადგენს აკადემიის სტუდენტებისა და პროფესორების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. თ.ს.ს.აის რექტორები იყვნენ: გ. ჩუბინაშვილი (1922–27), ა. დუდუჩავა (1927–30), ვ. კოტეტიშვილი (1930–32), გ. ბუხნიკაშვილი (1933–36), ს. კაკაბაძე (1936–42), უ. ჯაფარიძე (1942–48), მ. დუდუჩავა (1948–52), ს. ქობულაძე (1952–59), ა. ქუთათელაძე (1959–72), გ. თოთიბაძე (1972–82), ზ. ნიჟარაძე (1982–87), თ. ფერაძე (1987–92), ს. ქოიავა (1992–2003), გ. ბუღაძე (2003–12), ი. პოპიაშვილი (2012), თ. კლდიაშვილი (2012–14, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი), გ. გუგუშვილი (2014იდან). ა. კლდიაშვილი.