თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი.jpg

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი, 1928 სამხატვრო აკადემიის რექტორის ა. დუდუჩავას თაოსნობით შეიქმნა აკადემიის სტუდენტთა და ასპირანტსტაჟიორთა საუკეთესო ნამუშევრების ფონდი; საფონდო კოლექციები გაამდიდრა პროფესორმასწავლებელთა და მათ საკუთრებაში არსებულმა სხვა გამოჩენილი ოსტატების ტილოებმა. დროთა განმავლობაში ფონდს შეემატა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის (მინა, კერამიკა, თექა, ჭედურობა, ტიხრული მინანქარი და სხვ.) ნიმუშები. XX ს. 90-იან წლებში ფონდის ბაზაზე შეიქმნა მუზეუმი, რიც განთავსდა სამხატვრო აკადემიის სათავო შენობის მეორე სართულზე, გვიანირანული მხატვრული სტილით მორთულ `სარკეებიან დარბაზში”. მუზეუმის ფონდში დაცულია სხვადასხვა დარგის გამოჩენილ ოსტატთა 1000-ზე მეტი ნამუშევარი.