თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური (სასწავლებელი) კოლეჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური (სასწავლებელი) კოლეჯი ი. გოგებაშვილის სახელობისა, 1921 საქართვ. განსახკომის ბრძანებულებით შეიქმნა 9 ორწლიანი პედაგოგიური ტექნიკუმი (თბილისის, გორის, ხონის, ბოდბის, ცხინვალის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ახალსენაკისა და ჯიხაიშის), მ. შ. თბილ. პედ. ტექნიკუმს ეწოდა პედ. ინტი. 1923 თბილ. პედ. ინტი გადაკეთდა ოთხწლიან პედ. ტექნიკუმად. 1937 მას ეწოდა პედ. სასწავლებელი, ხოლო 1940 (ი. გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით) მიენიჭა ი. გოგებაშვილის სახელი. 1955იდან კვლავ 2წლიან პედ. სასწავლებლად გადაკეთდა. 1953 გაიხსნა პედ. აღზრდის განყბა. 1960 წ. 11 პედ. სასწავლებლიდან ლიკვიდირებული იყო 10 და თბილ. სახელმწ. პედ. სასწავლებელს დაეკისრა რესპუბლიკაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელთა კადრების მომზადება. 1990 თბილ. ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედ. სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა უმაღლესი პედ. კოლეჯი (განათლების სამინისტროს დებულების შესაბამისად – უმაღლესი პედ. სასწავლებელი), რ-იც ფინანსდებოდა სახელმწ. ბიუჯეტიდან. კოლეჯი ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკაფსიქოლ., დაწყებითი განათლების პედაგოგიკამეთოდიკის, ფილოლ. (ქართ. ენა და ლიტ-რა), ისტ. (საქართვ. ისტორია), ლოგოპედიადეფექტოლოგიის, მუს., სახვითი ხელოვნების სწავლების ვადა ყველა სპეციალობაზე იყო 5 წელი, სკოლამდელი აღზრდის პედ.ფსიქოლ. ფაკ-ტზე კი – 4 წელი. 30იანი წლების რეპრესიების გამო, სასწავლებლის ხელმძღვანელთა გვარსახელები 1940-მდე უცნობია; 1940–47 დირექტორად მუშაობდა მ. ფირცხალაიშვილი, 1948–53 – გ. ნიკოლაიშვილი, 1953 წ. 18 მარტ. – 25 ივნ. – დ. გიორგაძე, 1953–71 – შ. დარახველიძე, 1972–75 – მ. ყუშიტაშვილი, 1976–90 – თ. გოზალიშვილი, 1990–2002 თ. მდივანი. იხ. აგრეთვე სტ. საშუალო სპეციალური სასწავლებლები.