თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ივანე ჯავახიშვილის სახელობისა, სასწავლოსამეცნიერო დაწესებულება, რ-ის დაფუძნებამ და საქმიანობამ განსაზღვრა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ქართ. მეცნ. შემდგომი განვითარება. უნტი გაიხსნა 1918 წ. 26 იანვარს (8 თებ.), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. უნტის შექმნას საფუძველი ჩაუყარა საქართველოში უძველესი დროიდან არსებულმა მრავალმა საგანმან. კერამ: კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ, გელათის აკადემიამ, სამონასტრო საგანმან. კერებმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სწავლულ კაცთა კომისიამ, თბილისის სემინარიამ, თელავის სემინარიამ, XIX ს. საქართვ. გიმნაზიებისა და საშ. სპეც. სასწავლებლების ქსელმა, ქართვ. სამოციანელთა საგანმან.ეროვნულმა მოღვაწეობამ, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, უშუალოდ პეტროგრადის ქართვ. სტუდენტთა სამეცნ. წრემ და საქართვ. საისტ.საეთნოგრაფიო საზბამ. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ 1914 მეფის მთავრობამ გამოსცა კანონი რუს. იმპერიაში სხვადასხვა ეროვნ. ენაზე კერძო ხასიათის უმაღლესი სასწავლებლების დაარსების შესახებ. უნ-ტი დაარსდა ქართვ. მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით, რ-საც ივ. ჯავახიშვილი მეთაურობდა. პირველი სემესტრის განმავლობაში უნტი კერძო უმაღლესი სასწავლებელი იყო და ერქვა `ქართული უნივერსიტეტი ტფილისში”; მხოლოდ მეორე სემესტრიდან (3 სექტ.) გამოცხადდა სახელმწ. უნტად და ეწოდა `ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”. პირველ რექტორად აირჩიეს პ. მელიქიშვილი, ხოლო 1919 ბოლოს – ივ. ჯავახიშვილი. უნტს თავდაპირველად მხოლოდ 3 აუდიტორია ჰქონდა დათმობილი თბილ. სათავადაზნაურო ქართ. გიმნაზიის შენობის (ახლანდ. უნტის I კორპუსი) II სართულზე, შემდეგ კი (1918 აგვისტოდან) მთელი შენობა გადაეცა. შენობა აგებულია 1900–06 ნ. ცხვედაძის უშუალო ხელმძღვანელობით, არქიტ. ს. კლდიაშვილის პროექტის მიხედვით. უნ-ტის არსებობის პირველ სემესტრში აქ მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკტი იყო, რ-იც აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათ. და საბუნებისმეტყველო დარგებს. უნტის პროფესორთა პირველ საბჭოში შედიოდნენ: ივ. ჯავახიშვილი, ი. აბულაძე, ს. ავალიანი, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, შ. [[ნუცუბიძე]], ა. რაზმაძე, დ. უზნაძე, ი. ა. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი. 1918 ოქტომბრიდან შეიქმნა სამკურნ. და საბუნებისმეტყველო გაერთ. ფაკტი, რ-იც 1919 აპრილიდან ცალცალკე საბუნებისმეტყველომათ. და სამკურნ. ფაკტების სახით ჩამოყალიბდა. 1919 უნტის სამკურნ. ფაკტთან მუშაობა დაიწყო სანიტარიის ინტმა, 1919 წ. ოქტომბერში კი – პედაგოგიურმა ინ-ტმა (1928 დაიხურა და მისი სტუდენტები ჩაირიცხნენ უნტის პედ. ფაკტის შესაბამის განყოფილებებზე). 1920 უნტ-ში მუშაობდა 66 პროფესორმასწავლებელი, რ-თაგან 38 ქართვ. იყო. პირველ ხანებში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საქართვ. ისტორია; ძვ. ქართ. ენა და მწერლობა; ქართ. სამართ. ისტორია; ფსიქოლოგია; ენათმეცნ. შესავალი და სანსკრიტი; ფილოს. შესავალი; საეკლ. ისტორია; არქეოლოგია; სპარსული, ძვ. სომხ., არაბ., ფრანგ., ინგლ. და გერმ. ენები; მინერალოგია; ანთროპოლოგია; გეოგრაფია; გეოდეზია; მათ. ანალიზი; ქიმია; ფიზიოლოგია; ანატომია; თერაპია; ქირურგია; პოლიტეკონომია; ეკონ. აზრის ისტორია; ფინანსებისა და სტატისტიკის და სხვ. საუნივერსიტეტო კურსები. 1921 შეიქმნა აგრონ. ფაკტი, 1922 – პოლიტექნიკური, სოც.ეკონ. და მუშათა ფაკტები. პირველი კურსდამთავრებულები უნტმა 1922 გამოუშვა, მ. შ. სიბრძნისმეტყველების ფაკტის 28 სპეციალისტი. ამათგან უნტ-ში დატოვეს ს. ჯანაშია, შ. ამირანაშვილი, კ. ბაქრაძე, ვ. თოფურია და ა. ჩიქობავა, რ-ებსაც საპროფესოროდ ამზადებდნენ.

სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 კორპუსი.jpg


თსუ-ში შემოღებული იყო მხოლოდ ერთი სამეცნ. ხარისხი – მეცნ. დოქტორი, ანუ მოძღვართმოძღვარი (რაც რუს. უნტის მაგისტრის ხარისხს, ხოლო დას. ევროპის უნტის დოქტორის ხარისხს უდრიდა). დისერტაციის დაცვა საჯაროდ ხდებოდა ფაკტის საბჭოზე, რასაც შემდგომ უნტის პროფესორთა საბჭო ამტკიცებდა და სიგელის გადაცემით ადასტურებდა. დისერტაციის პირველი საჯარო დაცვა უნტში დაინიშნა 1920 წ. 9 მაისს. სიბრძნისმეტყველების ფაკტის სამეცნ. საბჭომ ერთხმად მიანიჭა ა. შანიძეს მეცნიერების დოქტორის ხარისხი. 1928–30 უნ-ტს გამოეყო რამდენიმე დიდი სასწ. ინტი: პოლიტექნიკური (1928), სას.სამ. (1929–30), სამედიცინო (1930). თსუ 1930 ცალკეულ დარგობრივ ინ-ტებად დაიშალა, ხოლო მისი პედაგოგიური ფაკტი სახელმწ. პედაგოგიურ ინტად გადაკეთდა (1933, უნტ-ის აღდგენის შემდეგ, გადავიდა ქუთაისში); უნტის ფიზკულტ. ფაკტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინტი (1938).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი.jpg


სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1941–45) თსუ-ში სწავლობდნენ კიევის, დნეპროპეტროვსკისა და როსტოვის უნტებიდან ევაკუირებულ სტუდენტთა ჯგუფები. ექსტერნის წესით გამოცდას აბარებდნენ მოსკოვის და ლენინგრადის უნტების სტუდენტები და სხვ. ომის შემდგომ პერიოდში თსუ სამეცნ. და სამეცნ.პედ. კადრების აღზრდისა და სამეცნ. კვლევის ერთერთი ძირითადი ცენტრი გახდა საქართველოში. გამოჩენილ მეცნიერთა მეთაურობით ჩამოყალიბდა და განვითარდა საერთაშ. მნიშვნელობის სამეცნ. სკოლები: მათემატიკის (ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, გ. ნიკოლაძე, ი. ვეკუა, ვ. კუპრაძე, ა. ბიწაძე, ა. ხარაძე და სხვ.), ფიზიკის (რ. ხუციშვილი, ე. ანდრონიკაშვილი, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანაშვილი, გ. ხუციშვილი და სხვ.), ქიმიის (პ. მელიქიშვილი, შ. ცინცაძე, რ. აგლაძე და სხვ.) ფიზიოლოგიის (ი. ბერიტაშვილი, დ. გედევანიშვილი და სხვ.), გეოგრაფიის (ა. ჯავახიშვილი, გ. გეხტმანი), გეოლოგიის (ა. ჯანელიძე, ა. თვალჭრელიძე, გ. ძოწენიძე და სხვ.), ისტორიის (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი და სხვ.), ფილოსოფიის (შ. ნუცუბიძე, კ. ბაქრაძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი და სხვ.), ფსიქოლოგიის (დ. უზნაძე, რ. ნათაძე, ა. ფრანგიშვილი და სხვ.), პედაგოგიკის (დ. ლორთქიფანიძე), ფილოლოგიის (კ. კეკელიძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ვ. თოფურია, ა. ჩიქობავა, ი. აბულაძე, ა. ბარამიძე და სხვ.), აღმოსავლეთმცოდნეობის (გ. წერეთელი, ს. ჯიქია, თ. გამყრელიძე და სხვ.), ენათმეცნიერების (თ. გამყრელიძე) კლასიკური ფილოლოგიის (გ. წერეთელი, ს. ყაუხჩიშვილი) და სხვ. 1946–58 თსუ ი. სტალინის სახელობისა იყო. 1959–66 უნტის 68 პროფესორს მიენიჭა საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება. XX ს. 60–70იან წლებში შეიქმნა ახ. ფაკტები, სასწ. და დამხმარე დაწესებულებები; განვითარდა თსუის კავშირი სსრკის და საზღვარგარეთის უნტებთან. 1978 თსუში იყო 18 სასწ. ფაკტი: მექანიკამათ.; კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ.; ფიზ.; ქიმ.; გეოგრ.გეოლ.; ბიოლ.; ფილოს. და ფსიქოლ.; ისტ.; ფილოლ.; ჟურნალისტიკის; აღმოსავლეთმცოდნეობის; დას.ევროპული ენებისა და ლიტრის; ეკონ.; ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის; სახ. მეურნეობის დაგეგმვის; სააღრიცხვოეკონომიკის; საინჟ.ეკონომიკის; იურიდ. (სულ 44 სპეციალობა, 54 სპეციალიზაცია); უმაღლესი და საშ. სპეც. სასწავლებლების მასწავლებელთა და წარმოების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების 3 ფაკტი; საზ. პროფესიათა ფაკტი; მოსამზადებელი განყბა; სწავლობდა 16 ათზე მეტი სტუდენტი, ფუნქციონირებდა 131 კათედრა, მუშაობდა 1411 პროფესორმასწავლებელი; 1920–78 წლებში 4000 მაძიებელმა დაიცვა დისერტაცია (724 სადოქტორო, 3276 საკანდიდატო). თსუის სამეცნ. ფუნდამენტური ბკის ფონდში იყო 2,3 მლნ. საბიბლიოთეკო ერთეული; მას ექვემდებარებოდა 14 საფაკულტეტო და 2 კათედრის ბ-კა. 1988 ეკონ. პროფილის 5 ფაკტის რეორგანიზაციის შედეგად დარჩა ამ პროფილის 3 ფაკტი. 1988 წ. 1 იანვრისთვის უნტის პროფესორმასწავლებელთა შორის იყვნენ საქართვ. მეცნ. აკად. 12 აკადემიკოსი და 26 წ.კორ., 2 ლენინური და სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი, 187 პროფესორი, 183 მეცნ. დოქტორი, 768 მეცნ. კანდიდატი, 675 დოცენტი.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი.jpg

1989 უნტს მიენიჭა მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი. 1990 სექტემბერში თსუის დიდი სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნტში ნებადართულ იქნა სწავლების კერძო ფორმის არსებობა. 1991 თსუსთან დაფუძნდა კერძო თბილისის დამოუკიდებელი უნტი. 1992 უნტი გახდა ავტონ. უმაღლესი სასწავლებელი; მისი მართვის ორგანო იყო დიდი საბჭო, რმაც დაამტკიცა უნტის წესდება. 1994 უნტის დიდმა საბჭომ მიიღო `საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია”, რის თანახმადაც უნტი გადავიდა 2საფეხურიან სწავლებაზე: პირველი – ბაკალავრიატი – კურსდამთავრებულს აძლევს ზოგადსაუნივერსიტეტო და ზოგადსპეციალურ განათლებას (დასწრებულზე სწავლა იყო 4 წელი, ხოლო დაუსწრებელზე – 5,5 წელი). კურსდამთავრებულს სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ენიჭებოდა ბაკალავრის აკად. ხარისხი და ეძლეოდა შესაბამისი დიპლომი; მეორე საფეხური – მაგისტრატურა (2 წელი) ემსახურება განსაზღვრულ სპეციალობაში ბაკალავრების დახელოვნებას და სამეცნ. მუშაობისათვის მომზადებას. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭებოდა მაგისტრის აკად. ხარისხი და ეძლეოდა ასპირანტურაში ჩაბარების უფლება. პირველი ბაკალავრები უნტმა გამოუშვა 1996, პირველი მაგისტრები კი – 1998. 1997 უნტში შეწყდა საღამოს სწავლების განყბაზე მიღება.დაუსწრებელი სწავლება ფასიანი გახდა, 2003 კი გაუქმდა. უნტის დასწრებული ფაკტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ძირითად პროფესიასთან ერთად ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკტზე დაუფლებოდნენ შემდეგ სპეციალობებს: უცხო ენები, ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, საბაჟო საქმე, საგადასახადო საქმე, ხალხ. რეწვა, ფერწერა, გრაფიკა, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება. 2001 წ. 13 ივლისს საქართვ. პრეზიდენტის ბრძანებულებით თსუ გახდა საჯარო სამართლის იურიდ. პირი, ამავე ბრძანებულებით დამტკიცდა თსუის წესდება. 2001 თსუ იყო დიდი სასწ.სამეცნ. კომპლექსი, სადაც მოქმედებდა სახელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორები (დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმები); 22 სასწ. ფაკტი (ბაკალავრიატში – 115 სპეციალობა, მაგისტრატურაში – 174): მექანიკამათემატიკის; გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნიერებათა; ფიზ.; ქიმ.; გეოგრ. და გეოლ.; ბიოლ.; ფილოს. და სოციოლოგიის; ფსიქოლ.; ისტ.; ფილოლ.; ჟურნალისტიკის; დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის; აღმოსავლეთმცოდნეობის; იურიდ.; საერთაშ. სამართლისა და საერთაშ. ურთიერთობების; ეკონ.; მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის; კომერციისა და მარკეტინგის; საერთაშ. ბიზნესის; ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა; მედ. ფაკტები; აგრეთვე – უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და დიპლომირებულ სპეციალისტთა გადამზადების ფაკტი; 171 საფაკულტეტო და 2 საუნივერსიტეტო კათედრა; 84 სასწ. ლაბორატორია; 5 სასწ. ბაზა საქართვ. სხვადასხვა რეგიონში; 2 სამეცნ.კვლ. ინტი: ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის; კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწ.სამეცნ. ინტი; 72 სამეცნ.კვლ. ლაბორატორია და 14 სამეცნ.კვლ. ცენტრი; ჯანდაცვის მეცნ. ცენტრი და უწყვეტი სამედ. განათლების დეპარტამენტი; საუნივერსიტეტო დაქვემდებარების თ. გეგელიას სახ. ფიზიკამათ. ინტერნატი (დაარსდა 1965, როგორც N2 სკოლაინტერნატი, 1966 ეწოდა ფიზიკამათ. სკოლაინტერნატი, 1967 მიენიჭა ვ. კომაროვის სახელი, 1989 ეწოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუის ფიზიკამათ. რესპ. საშ. სკოლაინტერნატი, რიც 1995იდან თ. გეგელიას სახელობისაა; 2010-დან ეწოდება ვ. კომაროვის თბილისის #199 ფიზიკამათ. საჯარო სკოლა; ორგანიზაციულად ექვემდებარებოდა თსუს და მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა); N53 და N55 სკოლები, რთა მიზანი იყო სასწ. პროცესის მიახლოება საერთაშ. სტანდარტებთან, ამასთან, თსუ სტუდენტთა პედ. პრაქტიკის ბაზა იყო; საუნივერსიტეტო კათედრები კურირებდნენ სკოლების საგნობრივმეთოდურ გაერთიანებებს; სკოლების სასწ. გეგმებსა და პროგრამებს ამტკიცებდა საუნივერსიტეტო საბჭო; ორგანიზაციულად სკოლები ექვემდებარებოდა თბილ. მერიის განათლების სამმართველოს. უნტში ფუნქციონირებდა ლიცეუმი, კოლეჯი `ჰარმონია”, აგრეთვე სპეციალიზებული მოსამზადებელი განყბა. თსუში სულ სწავლობდა 30 ათ. სტუდენტი (ფილიალების ჩათვლით), ასპირანტურაში (129 სპეციალობა) – 722 ასპირანტი. სტუდენტთა პროფ. დაოსტატებას და აღზრდას ემსახურებოდა სამეცნ. და სამეცნ.პედ. მომსახურე პერსონალი – 5,5 ათ. კაცი, მ. შ. საქართვ. მეცნ. აკად. 34 აკადემიკოსი და 23 წ.კორ.; თსუს ჰქონდა ფილიალები (სოხუმი, მესხეთი, სიღნაღი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ქვემო ქართლი, ჯავახეთი). ფუნქციონირებდა 22 სადისერტაციო საბჭო საუნივერსიტეტო მეცნ. თითქმის ყველა დარგში. 2005-იდან უნ-ტში დაიწყო ძირეული რეფორმები. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 6 ფაკტი. ამავე წლიდან თსუ ჩაერთო ბოლონიის პროცესში. 2014-იდან დაემატა მე7 ფაკტი. 2014 თსუ-ში 18 ათზე მეტი სტუდენტი სწავლობს (მ. შ., 14689 – ბაკალავრიატში; 561 – მედ. ფაკტზე, ერთსაფეხურიან საგანმან. პროგრამაზე; 1998 – მაგისტრატურაში; 773 – დოქტორანტურაში; 92 – პროფ. უმაღლეს საგანმან. პროგრამაზე). თსუის სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე პროგრამების დიდ არჩევანს სთავაზობს: 50-ზე მეტ საბაკალავრო, 100-ზე მეტ სამაგისტრო და 60-ზე მეტ სადოქტორო პროგრამას. უნტი ინარჩუნებს ტრად. ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახ. სპეციალობებს, რებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებს. აქ ინტენსიურად გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, ელექტრონული სწავლებაც. თსუში ხორციელდება შემდეგი საგანმან. პროგრამები: ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – ქართ. ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კულტ. კვლევები, კავკასიოლოგია (ქართ., რუს.), ამერიკათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა, ირანისტიკა, თურქოლოგია, ებრაისტიკაარამეისტიკა), არმენოლოგია, ასირიოლოგია (აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი), ფილოლოგია: ინგლ., გერმ., ფრანგ., ესპ., იტალ., კლასიკური, ბიზანტ., ახ. ბერძნ., რუს. (ქართ., რუს.), სკანდინავიური; სახვითი ხელოვნება, ტელეკინოხელოვნება; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება (ქართ., ფრანგ.), გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, ელექტრონიკა, ეკოლოგია; სოც. და პოლიტ. მეცნიერებათა ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – საზ. გეოგრაფია, სოციოლოგია, სოც. მუშაობა, პოლიტ. მეცნიერებები, საერთაშ. ურთიერთობები, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია. ეკონ. და ბიზნესის ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი; მედ. ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – მედიცინა (დიპლომირებული ექიმი), სტომატოლოგია, ოკუპაციური თერაპია; იურიდ. ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – სამართალი, საერთაშ. სამართალი. ფსიქოლ. და განათლების მეცნიერებათა ფაკტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – ფსიქოლოგია, განათლება. თსუ აგრეთვე ახორციელებს ქართ. ენაში მომზადების საგანმან. პროგრამებს აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი მოსახლეობისათვის. სახელმწ. სასწ. გრანტის მქონე სტუდენტების (როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაში) რაოდენობის მიხედვით, საქართველოში თსუ პირველ ადგილზეა. თსუ, ტრადიციულად, საქართველოს ერთერთი უპირველესი სამეცნ.კვლ. დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 150მდე ადგილობრივი და საერთაშ. მასშტაბის სამეცნ. საგრანტო პროექტი ხორციელდება. თსუს ქართ. უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გრანტების, ციტირების ინდექსის, იმპაქტფაქტორის მხრივ. წარმატებით გრძელდება უცხ. საგანმან.სამეცნ. ცენტრებთან თანამშრომლობის ტრადიციაც. თსუ 1998-იდან ევრ. უნტების ასოციაციის წევრია. დაარსებიდან დღემდე თსუს 200-მდე უცხ. უმაღლეს სასწავლებელთან და საგანმან. ცენტრთან აქვს გაფორმებული სათანამშრომლო ხელშეკრულება. ამჟამად საზღვარგარეთის 18 უნტ-თან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რ-თა ჩარჩოებში ქართველი ახალგაზრდები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, თსუ-ში განათლებას იღებს სხვა ქვეყნების 200ზე მეტი მოქალაქე. ხორციელდება არაერთი უცხოენოვანი პროგრამა. თსუ დაარსების პირველსავე წელს საპატიო დოქტორად აირჩიეს გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნე ნ. კონდაკოვი. დღემდე ეს საპატიო წოდება მსოფლიოში გამოჩენილ შვიდ ათეულზე მეტ მეცნიერსა და საზ. მოღვაწეს მიენიჭა. თსუში სტუდენტთა სწავლისა და პროფ. განვითარების საქმეს ემსახურება 11 სასწ. კორპუსი, სტუდქალაქი, საქართველოში ყველაზე მდიდარი საუნივერსიტეტო ბ-კა, ოთხი რესურსცენტრი, გამომცემლობა, კულტ. და სპორტის ცენტრი, 7 მუზეუმი, 2 გაზეთი. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, თვითმმართველობისა თუ სამეცნ. საზოგადოებების მეშვეობით, აქტ. მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.