თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გრიგოლ წერეთლის სახელობისა, საქართველოს ერთერთი უდიდესი ბიბლიოთეკა; საფუძველი ჩაეყარა 1918, თბილ. უნ-ტის დაარსებისთანავე. პირველ ხანებში მისი ფონდი იქმნებოდა მხოლოდ კერძო პირებისა და დაწესებულებების შემოწირულობის გზით; აქ თავი მოიყარა საქართვ. ეკლესიამონასტრების, სამთო სამმართველოს, კავკ. საცენზურო კომიტეტის, ქართ. გიმნაზიის, საქართვ. საისტორიოსაეთნოგრაფიო საზბის, თბილ. სას. სემინარიის, პირველი და მეორე გიმნაზიების, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის წიგნების ფონდებმა, პ. მელიქიშვილის, ა. ცაგარლის, ვ. პეტრიაშვილის, ს. კლდიაშვილის, პ. იოსელიანის, დ. ბაქრაძის, დ. სარაჯიშვილის, ა. ჯაბადარის, კ. აბაშიძის, გ. ზდანევიჩის, თ. ჟორდანიას, ჯ. ო. უორდროპის წიგნების პირადმა კოლექციებმა; ივ. ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ მოკლე დროში (1918–20) შეიქმნა `კარგი მოწყობილი წიგნსაცავი”. 1938-იდან ეწოდა ფუნდამენტური ბკა, ხოლო 1950-იდან – სამეცნ. ბ-კა, 2005-იდან უნტის ბკა, სადაც თავმოყრილია მხატვრული, სამეცნ. და სასწ. ლიტრა, დაცულია იშვიათი გამოცემები: XVII–XVIII სს. ასზე მეტი ქართ. წიგნი, დაბეჭდილი მოსკოვში, პეტერბურგში, რომში, პარიზში, სტამბოლში, კრემენჩუგში, მონტობანში და სხვ. მ. შ. პირველი ქართ. წიგნი `ქართული ანბანი ლოცვებითურთ” (1629, რომი), მ. მაჯოს მიერ შედგენილი `გრამატიკა” (1670), არჩილ მეფის მიერ გამოცემული `დავითნი”, ვახტანგ VI-ისეული `ვეფხისტყაოსანი”, პირველი ქართ. გაზეთი `საქართველოს გაზეთი” (1819) და სხვ. უძველეს გამოცემათა შორის არის 1484 ლიუბეკში გამოცემული ინკუნაბული (პირველნაბეჭდი წიგნი 1401 დე, რიც გარეგნულად ხელნაწერს ჰგავს) – ორნაწილიანი `ცხოვრება წმინდა იერონიმესი”. ბკა ხელმძღვანელობს თსუის საფაკულტეტო, საკათედრო და ლაბორატორიაკაბინეტების ბკებს; არის საქართვ. უმაღლესი სასწავლებლების ბკების მეთოდური ცენტრი. 2013 ბიბლიოთეკის ფონდში იყო დაახლ. 4 მლნ. დაცვითი ერთეული, წიგნგაცვლას აწარმოებდა საქართვ. ფარგლებში, ჰქონდა ურთიერთობა 36 ქვეყნის 600 ორგანიზაციასთან. ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა `თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 1918–60 წწ.” ცნობარი; `თბილისის უნივერსიტეტის გამოცემები – 1919–60 წწ.”; `თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებელთა ავტორობით გამოსული სასწავლო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული საძიებელი. 1918–1960 წწ.”; `თბილისის უნივერსიტეტში დაცული დისერტაციების ბიბლიოგრაფია. 1920–26 წწ.”; `თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების ბიბლიოგრაფია”, რ-იც 5 წლიანი ნაკვეთების სახით (1919–60, 1960–65 და ა. შ.) გამოდის (1961-იდან), აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, ა. შანიძის, ნ. ბერძენიშვილის, შ. ნუცუბიძის, ფ. გოგიჩაიშვილის შრომათა ბიბლიოგრაფიული საძიებლები. უნ-ტის ბ-კა განლაგებული იყო თსუ-ის I კორპუსში, 1986 გადავიდა საბურთალოს საუნივერსიტეტო კომპლექსში, 8 სართულიან შენობაში, რიც გათვალისწინებულია 5 მლნ. დაცვით ერთეულზე და ერთდროულად 1276 მკითხველს ემსახურება. თსუის ფუნდამენტური ბ-კის გამგეები: გ. ახვლედიანი (1918 იანვ.დეკ.), ა. შანიძე (1918 დეკ.–1920), ს. გორგაძე (1919 დეკ.), გ. ბაქრაძე (1920–22, გამგის მოვალეობის შემსრულებელი). თსუის ფუნდამენტური ბ-კის დირექტორები: გ. წერეთელი (1922–31), შ. ნუცუბიძე (1931–35), ნ. უკლება (1936–37), ბ. ახალაძე (1937–38), ს. ბოკუჩავა (1939–41), ი. ციციშვილი (1941–45), ვ. მგალობლიშვილი (1945–53), შ. გეგეშიძე (1953–54), გ. ხუცურაშვილი (1954–57), ა. კასრაძე (1957–58, დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი), დ. მარკევიჩი (1958–62), გ. აბაშიძე (1963–74), შ. აფაქიძე (1974–2005), გ. შათირიშვილი (2005–06), მ. რაზმაძე (2007–08, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 2009–10 – დირექტორი), ზ. გაიპარაშვილი (2010-იდან). ზ. გაიპარაშვილი.