თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (თსუგ), დაარსდა 1933 წლის 4 მაისს. 1918, ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით შეიქმნა საგამომცემლო კომისია ა. შანიძის და ს. ყაუხჩიშვილის შემადგენლობით, რ-საც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ. თსუ-ის გრიფით პირველი წიგნი (ლ. ყანჩაველის დამხმარე სახელმძღვანელო ბოტანიკაში) გამოვიდა 1919. ამავე დროს დაისტამბა `ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის” პირველი ტომი სამ ნაკვეთად. 1920-იდან დაიწყო თსუ-ის `შრომების” გამოცემა. 1923 მაისში გაიხსნა სტამბა – ლითოგრაფია. საუნივერსიტეტო სტამბის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა შ. ნუცუბიძემ, რ-იც იმხანად თსუის პრორექტორი იყო სამეცნ. მუშაობის დარგში. თსუგ-ის დაარსებისას პირველ პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა ე. წულაძე; 1933 წ. 29 მაისს შეიქმნა საგამომცემლო საბჭო თსუის რექტორის, ლ. აღნიაშვილის მეთაურობით. იმავე წელს გამოიცა სამი წიგნი. თსუგ-ის დირექტორები იყვნენ გ. თოდუა, ა. გაბესკირია. 1941 გამოიცა სამეცნ. ნაშრომები: ვახუშტი ბატონიშვილის `საქართველოს გეოგრაფია”, კ. კეკელიძის `ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის” პირველი ტომი, მ. გოგიბერიძის `ფილოსოფიის ისტორია” და ა. შ. რესკუბლიკაში საგამომცემლო საქმიანობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 1963 თსუ-ის გამომცემლობა გაუქმდა, მუშაობდა მხოლოდ სარედაქციოსაგამომცემლო ჯგუფი. 1965 გამომცემლობა კვლავ აღდგა, რ-ის დირექტორად დაინიშნა ვ. გამყრელიძე. მის სახელთანაა დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ნაშრომების გამოცემა, როგორებიცაა: კ. ბაქრაძის ათტომეული (ექვსი ტომი ქართულად, ოთხი ტომი რუსულად), ს. დანელიას ოთხტომეული, ივ. ჯავახიშვილის `თხზულებანი”, ა. შანიძის მრავალტომეული და სხვ. 1991 თსუგ-ის დირექტორად ნ. ბერძენიშვილი დაინიშნა; ამ პერიოდში გაგრძელდა `უნივერსიტეტის შრომების”, სახელმძღვანელოებისა და საცნობარო ლიტრ-ის გამოცემა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: `ქართული დიპლომატია” (წელიწდეული, თექვსმეტი ტომი), `ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები” (ორტომეული), `ქართული დიპლომატიური ლექსიკონი” (ორტომეული) და `ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი”. 2006 წ. 1 აპრილიდან უნტში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, გამომცემლობა გაუქმდა, ოქტომბრიდან იგი ჩამოყალიბდა უნტის ორგანიზაციული სტრუქტურის ერთეულად. ამ დროიდან 2008 წ. აპრილამდე თსუგ-ის დირექტორი იყო ნ. წიკლაური, 2008იდან დღემდე – თ. ებრალიძე. ამ პერიოდში გამოიცა: `ივირონის აქტები” (ოთხ ტომად), მ. ჩუხუას `იბერიულიჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა”, მ. წერეთლის `გილგამეშიანი”, ლ. ალექსიძის `საერთაშორისო სამართალი და საქართველო”, პ. პაკტესა და ფ. მელენსუკრამანანის `კონსტიტუციური სამართალი” და სხვ. თსუგში დაიბეჭდა თ. გამყრელიძის სამეცნ. შრომების დიდი ნაწილი: `ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები”, I–II, 1984 (თანაავტ. ვ. ივანოვი; რუს. ენაზე); `წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა” (1990); `რჩეული ქართველოლოგიური შრომები” (2000); `თეორიული ენათმეცნიერების კურსი” (თანაავტ.; 2003, II გამოც. – 2008); `ენა და ენობრივი ნიშანი” (2008); `რჩეული წერილები და გამოსვლები” (2014). ამჟამად თსუგ ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუის შემადგენელი ნაწილია.